ეგვიპტის ნაკრების მუნდიალზე გაყვანისათვის საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კუპერი 500-ათასიან პრემიას მიიღებს

AutoSharing Option
28 წელია არ გასულა ეგვიპტის ნაკრები მუნდიალზე და აფრიკის ზონის E ჯგუფის ბოლოსწინა ტურში პირთამდე სავსე ალექსანდრიის 86-ათასიან სტადიონზე აუტსაიდერ კონგოს უმასპინძლა. ძალიან გაუჭირდათ ამ მატჩის მოგება ეგვიპტელებს.

მხოლოდ 63-ე წუთზე გახსნა ანგარიში "ლივერპულის" ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა, მაგრამ სტუმრებმა 87-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანეს, 95-ე წუთზე კი სალაჰმა პენალტით თავის გუნდს გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოუპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთელს ქვეყანაში დიდი ზეიმი იყო, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალი სისიმ კი განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის თითოეულ ფეხბურთელს 83 ათასი დოლარით
დააჯილდოებს, 61 წლის არგენტინელ მწვრთნელს ექტორ რაულ კუპერს კი 500 ათასით.

კუპერმა ეგვიპტის ნაკრები შარშანწინ ჩაიბარა, 2008-2009 წლებში კი საქართველოს ეროვნულ გუნდს წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ ხედავთ ჩვენთან საქმე მწვრთნელში კი არა ფეხბურთელებშია,
roma
10:43 09-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული