სალაჰი ზედიზედ მეორედ დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფებურთელად

AutoSharing Option
BBC-იმ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულისა" და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი აღიარა.

ის ზედიზედ მეორედ გახდა თავისი კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელი.

ხუთეულში აგრეთვე მეჰდი ბენატია (იუვენტუსი, მაროკო), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი, სენეგალი), ტომას პარტი (ატლეტიკო, განა) და სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი) შეიყვანეს.

ეს პრიზი 1992 წელს დაარსდა, თავიდან აფრიკის საუკეთესო სპორტსმენს გადასცემდნენ, ხოლო 2001 წლიდან მხოლოდ ფეხბურთელებს აჯილდოებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული