
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ტრავმირებულია და ეგვიპტის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
სალაჰს კოჭ-წვივის ტრავმა გაუმიზეზდა და აფრიკის თასზე კენიისა და კომორის კუნძულების ნაკრებებთან ვერ ითამაშებს.
ეგვიპტის ნაკრებმა ინფორმაცია დაადასტურა და სალაჰის ფოტო გამოაქვეყნა.
მან ტრავმა პრემიერლიგის მე-12 ტურში, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში მიიღო.