ფინალი
საფრანგეთი
0
0
ხორვატია
მესამე ადგილისთვის
ბელგია
0
:
0
ინგლისი
more

სასწაულები ისლანდიურად - საიდან დაიწყო ყველაფერი?

AutoSharing Option
ისლანდიური ზღაპარი გრძელდება. ამჯერად კუნძულელებმა მუნდიალის საგზური მოიპოვეს. როგორც ვწერდით, ისლანდია მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე პატარა (სულ 330 ათასი ადამიანი) ქვეყანაა, რომელსაც ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატებზე უთამაშია. დღეს ჩვენ 8 ისლანდიურ სასწაულზე ვწერთ...

2012 წელს ფიფას რეიტინგში ისლანდიას 133-ე ადგილი ეჭირა. ევროპის ბოლო ჩემპიონატზე კი ისლანდიელებმა მეოთხედფინალში იასპარეზეს...

ისლანდიაში ფეხბურთის განვითარებას შეუდგნენ მუნიციპალური პროგრამით, რომელიც რეიკიავიკის უნივერსიტეტმა შეიმუშავა. ფეხბურთზე აქცენტი უბრალოდ როდი გაკეთდა. ეს იყო ალკოჰოლის, მოწევისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი.

პირველი 6 მანეჟი დედაქალაქ რეიკიავიკში აშენდა. საფეხბურთო სკოლების გამორჩეულ მოსწავლეებს
პრემიები დაუწესდათ. უნდა ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადში ისლანდიაში ალკოჰოლის მოხმარება 30 პროცენტით შემცირდა.

ისლანდია სუბარქტიკული ზონაა. ამიტომ ფეხბურთის თამაში მხოლოდ წელიწადის ოთხ თვეს შეიძლება. დანარჩენ დროს ქუჩაში თოვლია. ამ ქვეყანაში არის ექვსი "საფეხბურთო სახლი". ეს არის გადახურული მანეჟები. სულ, დაახლოებით, 150 საფეხბურთო მოედანია.

ისლანდიელი მწვრთნელებისთვის 2006 წელს ქვეყანაში გაიხსნა სპეციალური კურსები. ახლა 10 წლის ასაკიდან ბავშვებს მხოლოდ ის სპეციალისტები ასწავლიან ფეხბურთს, რომელთაც A ან B ლიცენზია აქვთ. 2017 წელს 848 სპეციალისტმა მიიღო ლიცენზია, ანუ 400 ისლანდიელზე ერთი მწვრთნელი მოდის.

ისლანდიაში ფეხბურთი სამოყვარულოა. ფეხბურთელებს აქვთ მეორე პროფესია. მაგალითად, ისლანდიის ნაკრების წევრი იონ ბოდვარსონი პორტში მტვირთავი იყო, სვერირ ინგასონი ისლანდიის ქუჩებში სისუფთავეს იცავდა, გუნდის ლიდერი, გილფი ტორ სიგურდსონი თევზის პროდუქტების დამამზადებელი კომპანიის დირექტორი იყო.

მეკარე ჰანეს ჰალდორსონი დღემდე სარეკლამო რგოლების რეჟისორია, მწვრთნელი ჰეიმარ ჰალგრიმსონი კი სტომატოლოგი გახლავთ.

შრომისმოყვარეობა არის ის მთავარი თვისება, რის გამოც ისლანდიელ ფეხბურთელებს აფასებენ.

70-ზე მეტი ისლანდიელი ფეხბურთელი თამაშობს საზღვარგარეთ. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ზრდის ისლანდიური კლუბების ბიუჯეტს. მაგალითად, გუნდის ლიდერი გილფი სიგურდსონი პრემიერლიგელი "ევერტონის" წევრია.

ისლანდიის ნაკრების სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონი ევროა. ეს ევროპული მასშტაბით სასაცილო ციფრია.

ისლანდიის ნაკრებში უდიდესი ყურადღება ექცევა მოტივაციას. ყველა თამაშის წინა დღეს მთავარი მწვრთნელი ხვდება გულშემატკივრებს და მომავალი თამაშის გეგმაზე დაწვრილებით უყვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამათ პროფესიები მაინც აქვთ და ჩვენი 11 ფეხბურთელი ყველა რო სვარშიკია
zizu
13:15 13-10-2017
0
მათ ფედერაციაში კობიაშვილები და მუჯირები არა ყავთ,ამიტომ ფულს არავინ იპარავს და საქმეც კეთდება.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული