მ/ჩ 2018. პლეი ოფი: ხორვატიამ მუნდიალის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში ხორვატებმა დებიუტშივე დიდი ძალებით შეუტიეს ბერძნებს და მე-13 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. მეკარე კარნეზისმა კალინიჩი წააქცია და თერთმეტმეტრიანი მასპიძლელთა გუნდის კაპიტანმა მოდრიჩმა გაიტანა, რომელიც უდავოდ ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.

მალე კალინიჩმა სტრინიჩის პასით მეორედ დაამწუხრა ელადელები, 30-ე წუთზე პაპასტაპოლუსმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა, შესვენებამდე მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - პერიშიჩმა გამოიჩინა თავი.

ნაანტრაქტევს სტაფილიდისის შეცდომით ვრსალკომ ისარგებლა, ბურთი აართვა, ცარიელი კარის წინ ეულად მყოფ კრამარიჩს გადააწოდა და 4:1.
მერე სლავებმა თამაში დააწყნარეს, მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და 12 ნოემბერს პირეოსში განმეორებით შეხვედრაში სამბურთიანი ფორა აქვთ.

ხორვატია - საბერძნეთი 4:1
ზაგრები. სტადიონი "მაქსიმირი“

ხორვატია: სუბაშიჩი, სტრინიჩი, ვიდა, ლოვრენი, ვრსალკო, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, მოდრიჩი (89. პაშალიჩი), კრამარიჩი (83. ვლასიჩი), კალინიჩი (76. რებიჩი)

საბერძნეთი: კარნეზისი, ცაველასი, პაპასტატოპულოსი, პაპადოპულოსი, ციოლისი, სტაფილიდისი (72. ბაკასეტასი), მანიატიდისი (46. რეცოსი), სამარისი (62. ტახიდისი), ზეკა, ფორტუნისი, მიტროღლუ

გოლები: 13. მოდრიჩი (პენ) 1:0, 19. კალინიჩი 2:0, 30. პაპასტატოპულოსი 2:1, 33. პერიშიჩი (3:1), 49. კრამარიჩი 4:1

გაფრთხილება: 11. კარნეზისი, 21. ზეკა, 79. ბაკასეტასი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული