"ჩვენმა გუნდმა უხეიროდ იასპარეზა, ნელა უტევდა, ბურთს ფეხბურთელები ხშირად აბრუნებდნენ უკან. წაგების მსაჯზე დაბრალება სისულელეა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფია და არა საქველმოქმედო ღონისძიება. სასაცილოა იმაზე ლაპარაკი თითქოს იტალია შვედების აგრესიულობამ შეაშინა. მეტოქე ჩვენზე უფრო გაბედულად თამაშობდა.
იმედი გამიცრუა ვერატიმ. პაროლოც არ მომეწონა. ვერ გავიგე რატომ არ აყენებს მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში ინსინიეს. თუ სკუადრა აძურამ ისევ ასე ითამაშა, მუნდიალზე არაფერი ესაქმება".