ხორვატიამ ბერძნული ბარიერი ადვილად გადალახა და მუნდიალზე იასპარეზებს

AutoSharing Option
ზაგრებში მუნდიალის პლეი-ოფის პირველი მატჩის გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 მოგების შემდეგ, ხორვატები ფაქტიურად გასულები იყვნენ მუნდიალზე და ელადელები სასწაულის იმედადღა თუ იყვნენ, მაგრამ ეს გუნდი მასზე უფრო მაღალი კლასის სლავებთან ამის მომხერხებელი არ იყო.

სტუმრებმა არც მასპინძლები ათამაშეს, არც თვითონ ითამაშეს, გამარჯვებაც შეეძლოთ (43-ე წუთზე პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა), თუმცა ფრითაც ერთობ კმაყოფილნი დარჩნენ და მშვიდად შეუძლიათ მოემზადონ მსოფლიოს საფეხბურთო ფორუმისთვის.

საბერძნეთი - ხორვატია 0:0

პირეოსი. გეორგიოს კარაისკაკისის სახელობის სტადიონი. 31 000 მაყურებელი

საბერძნეთი:
კარნეზისი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, რეცოსი, ხრისტოდოლოპუდოსი (59.
ფორტუნისი), ციოლისი, ტახიდისი, ზეკა, მიტროღლუ (78. პელიკასი), ბაკასეტასი (59. იანიოტასი)

ხორვატია:
სუბაშიჩი, ვიდა, სტრინიჩი, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი (90+1. მიტროვიჩი), რაკიტიჩი, პერიშიჩი (89. რებიჩი), ბროზოვიჩი, მანძუკიჩი, კალინიჩი (78. კრამარიჩი)

გაფრთხილება:
24. ტახიდისი
მკითხველის კომენტარები / 1 /
დახვდებიან რუსები უსტაშებს. იქ ამბები დატრიალდება..
Vakhtang Lobzhanidze
04:27 13-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული