დრამა „სან სიროზე“ - იტალია უმუნდიალოდ დარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიამ 1958 წელს ვერ მიიღო მონაწილეობა და სხვათა შორის, ის ტურნირი შვედეთში ჩატარდა. პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად დამარცხების შემდეგ, სკუადრა აძურა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და როგორმე უნდა გაემარჯვა სახლში სასურველი ანგარიშით. მათი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ თქვა, კი უნდა მოვიგოთ, მაგრამ ფეხბურთელების ნაცვლად "სან სირო" ვერ გაიტანს გოლსო.

თამაშის დაწყების წინ ტიფოზებმა შვედეთის ჰიმნს უსტვინეს, ბუფონი კი აპლოდისმენტბით მიესალმა. არა, რა, ამ დიდი ფეხბურთელის და პიროვნების გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატს პეწი დაეკარგება.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო
ნერვულად და დაძაბულად დაიწყო, ჯერ მასპინძლები ითხოვდნენ თერთმეტმეტრიანს, შემდეგ კი სტუმრები. მე-17 წუთზე კიელინისთან ბურთზე ბრძოლაში ტრავმა მიიღო იუჰანსონმა და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, ხოლო მის ნაცვლად შეცვლაზე სვენსონი შევიდა. 26-ე წუთზე კანდრევამ ვერ მოახერხა "ტრე კრუნურის" დამწუხრება. ტაიმის დასასრულს მცველმა გრანკვისტმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მეკარე ოლსენმა ფლორენცის მახვილი კუთხიდან არ გაატანინა გოლი და პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა. ბურთის ფლობა 69/31-ზე გახლდათ, მაგრამ მარტო ბურთისა და ინიციატივის ფლობა უგოლოდ რა ბედენაა...

მეორე ტაიმი პირველის ალი-კვალი გამოდგა, სკუადრა აძურა ბევრს და ერთფეროვნად უტევდა და ვერ მიაღწია საწადელს. ძნელია მსოფლიოს საფეხბურთო ფორუმის იტალიის გარეშე წარმოდგენა, მაგრამ გუნდი რომ 180 წუთში 1 გოლს ვერ გაიტანს და ასე სწორხაზოვნად გაირჯება, ალბათ, არც იმსახურებს მუნდიალზე მონაწილეობას.

იტალია - შვედეთი 0:0
მილანი. "სან სიროს" სტადიონი.

იტალია:
ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, ჟორჟინიო, დარმიანი (63. ელ შაარავი), ფლორენცი, პაროლო, კანდრევა (76. ბერნარდესკი), იმობილე, გაბიადინი (63. ბელოტი)

შვედეთი: ოლსენი, აუგუსტინსონი, გრანკვისტი, ლინდელეფი, ლუსტიგი, ფორსბერგი, იუჰანსონი (19. სვენსონი), ლარსონი, კლასონი (72. როდენი), ტოივონენი (54. ტელინი), ბერგი

გაფრთხილება: 9. იოჰანსენი, 9. კიელინი, 22. ბარძალი, 29. ფორსბერგი, 65. ლუსტიგი, 90+2. იმობილე, 90+4. ოლსენი
მკითხველის კომენტარები / 15 /
1982 წლიდან იტალიის მთელი ნაკრების შემადგენლობა ზეპირად ვიცოდი.. და ეხლა რა ხდება? 3-4 ფეხბურთელი და მორჩა და ისინიც წავიდნენ... ბუფონმა, დანიელე დე როსიმ, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ სანაკრებო კარიეარა დაასრულეს
papai
14 ნოემბერი 2017 09:47
0
კიდევ ერთხელ დამტკიცდა სერია a უმდაბლესი დონე!
ბექა
14 ნოემბერი 2017 07:30
9
2006-ში ბუფონიმ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი,იტალიელები კვლავ ბუფონის იმედზე იყვნენ. ფეხბურთელებს იტალიის ნაკრებში ალბათ მე კი არა,იტალიელებიც ვერ ცნობენ. რა ნაკრებია ეს?
მართალი
14 ნოემბერი 2017 03:20
0
ბუფონმა კიარა გროსომ მოიგო :)) რა მოიგო ბუფონმა, სულ ორჯერ დაარტყმევინეს მცველებმა მეტოქეებს მის კარში.
oceola
14 ნოემბერი 2017 09:48
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული