დანიამ ირლანდია გაანადგურა და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში ირლანდიამ კოპენჰაგენში სასურველ ნულოვან ფრეს მიაღწია და განმეორებითი შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდა. სტანდარტულისას უხეიროდ გაისარჯა იორგენსენი და დაფმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა.

ამის შემდეგ მასპინძლები დაცვაში ჩადგნენ და საპასუხო გოლებიც მიიღეს საკუთარ კარში. ჯერ სისკოს პასით რენდოლფის კარი კრისტენსენმა რიკოშეტით დალაშქრა (ბოლო მომენტში ბურთს მცველი კრისტი შეეხო და ავტოგოლი დაფიქსირდა), მერე კი იორგენსენის გადაცემით ერიკსენმა და ეს ყველაფერი 3-წუთიან მონაკვეთში მოხდა.

63-ე წუთზე კი ერიკსენმა კვლავ დაამწუხრა ირლანდიელები, 1:3 და ყველაფერი გადაწყდა.

დარჩენილ დროში დემორალიზებულ მასპინძლებს
ერიკსენმა ჰეთ-ტრიკი შეუსრულა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ბენდნერმა თერთმეტმეტრიანი მოინადირა და თავადვე გაიტანა პენალტი.

ირლანდია - დანია 1:5

დუბლინი. სტადიონი „ავივა“

ირლანდია:
რენდოლფი, უორდი, კლარკი (71. ლონგი), დაფი, კრისტი, მაკლეინი, ბრეიდი, მეილერი (46. ჰულაჰანი), არტერი (46. მაკგიდი), ჰენდრიკი, მერფი

დანია: შმეიხელი, კიაიერი, კრისტენსენი, ბელანდი, პოულსენი (70. კორნელიუსი), დილეინი, კვისტი, ლარსენი (54. ანკერსენი), ერიკსენი, იორგენსენი (84. ბენდტნერი), სისტო

გოლები: 6. დაფი 1:0, 29. კრისტი (ავტ) 1:1, 32. ერიკსენი 1:2, 63. ერიკსენი 1:3, 73. ერიკსენი 1:4, 90. ბენდტნერი (პენ) 1:5
მკითხველის კომენტარები / 2 /
უუხ! რა გაასწორა რა! ესეთი უსახური გუნდი, როგორიც ირლანდიაა, საერთოდ არ უნდა გამოდიოდეს მუნდიალზე, ვნახოთ რას იზამს დანია, იქნებ ოლსენების, არნესენის, სიმონსენის, ლაუდრუპების და ელკიაერების დრო ბრუნდება? დანია ყოველთვის ლამაზი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა, როგორ გამოსდიოდა, სხვა საქმეა, ყველაზე უარესი დანია ყველაზე უკეთეს ირლანდიას მირჩევნია.
0
ვისთან ვყოფილვრთ ჯგუფში!! ვაის კიდე სალაპარაკო აქვს!!?? ასეთი ანგარიშით სახლში წააგო ირლანდიამ!! მასე სომხებმაც წააგეს დანიასთან!!
კახა
09:21 15-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული