ხულენ ლოპეტეგი: წილისყრისას ცუდი და კარგი ვარიანტები არ არსებობს

AutoSharing Option
მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთის ნაკრები პორტუგალიასთან, მაროკოსთან და ირანთან მოხვდა. კენჭისყრის შედეგზე ფურია როხას მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ გააკეთა კომენტარი:

"არ დაგავიწყდეთ, ეს მუნდიალია და ყველა გუნდი უმაღლესი კლასისაა. თან, ტურნირს ევროპის ჩემპიონთან მატჩით ვიწყებთ. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია.

დანარჩენო ორი გუნდიც არაა ხელწამოსაკრავი. მაროკო აფრიკაშია ერთ-ერთი საუკეთესო, ირანიც ძლიერია. ასე რომ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.

წილისყრისას ცუდი და კარგი ვარიანტები არ არსებობს, რაც არის, ეგ არის. პორტუგალია დიდებული გუნდია, გამოცდილი მწვრთნელი ყავს. სხვადასხვა პოზიციებზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო
ფეხბურთელები თამაშობენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული