ამ წამოწყების ინიციატორი ფიფა და "კოკა-კოლა" არიან, სანატრელი ჯილდოს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო კი ისტორიაში მეოთხედ მოხდება.
წელს ქვეყნების ჩამონათვალს კიდევ სამი მათგანი - ისლანდია, ავსტრია და მონღოლეთი დაემატა.
მსოფლიო თასს პირველად ლონდონში ჩაიტანენ. ბოლოს კი მას ადგილს რუსეთში მიუჩენენ, სადაც ეს ჯილდო 3 თვის განმავლობაში იმოგზაურებს და 16 ქალაქს მოივლის.
საქართველოში მისი მონახულება კი 8 თებერვალს იქნება შესაძლებელი, როდესაც მსოფლიო თასს თბილისში ჩამოიტანენ.