ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი. როგორც ამტკიცებენ, ის სამპაოლიმ ეროვნული გუნდის ლიდერის, ლეო მესის "რეკომენაციით" არ შეიყვანა განაცხადში. ხორხემ Chicago Tribune-ს განუცხადა, რომ ალბისელესტე მისი კი არა, არამედ ლიონელის გუნდია. ლეოს იკარდი თვალში მას შემდეგ არ მოსდის, რაც მისი მეგობრის, მაქსი ლოპესის ყოფილი მეუღლე, ვანდა ნარა შეირთო ცოლად.
აი, ვერცხლისქვეყნელთა საბოლოო შემადგენლობა:
მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ვილი კაბალიერო (ჩელსი)
მცველები: გაბრიელ
ნახევარმცველები: ევერ ბანეგა (სევილია), ხავიერ მასკერანო (ჰებეი ჩაინა ფორჩუნი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), ლუკას ბილია (მილანი), ანხელ დი მარია, ჯოვანი ლო ჩელსო (ორივე პსჟ), მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემი), მაქსი მესა (ინდეპენდიენტე)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა (ორივე იუვენტუსი), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი)