ლიონელ მესი: "ბარსელონას" ტიტულს არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონობაზე გავცვლიდი

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ მუნდიალზე საკუთარი ნაკრების შანსები შეაფასა.

"ბარსელონას" ტიტულს არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონის ჯილდოზე გავცვლიდი. არგენტინასთან ერთად ტიტულის მოგება უნიკალური რამ იქნებოდა.

მაგრამ არ უნდა ვამბობდეთ, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით, რადგან საუკეთესოები ვართ. რეალობა სხვაგვარია.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს ჯგუფში, ისლანდიამ ევროპის ჩემპიონატზე ყველას აჩვენა, რომ რთული ოპონენტია ნებისმიერი ნაკრებისთვის.

ხორვატიას ძალიან კარგი ნახევარმცველები ჰყავს. ისინი ესპანელების სტილში თამაშობენ, ოღონდ ერთი საფეხურით ნაკლები დონე აქვთ. ხოლო ნიგერია ყოველთვის გვიწვევდა", - თქვამ მესიმ El Trece-სთან
ინტერვიუში.

▶ არგენტინა სამუნდიალოდ დაინომრა - ნომერი 10 ლეო მესი და მისი გუნდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული