"ლივერპულის" ფიზიო: სალაჰს ტრავმის მოსარჩენად 3-4 კვირა მაინც ესაჭიროება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფიზიოთერაპევტმა რუბენ პონსმა განაცხადა, რომ ის ტრავმა, რომელიც მოჰამედ სალაჰს აქვს, ფეხბურთელს 3-4 კვირას გამოატოვებინებს.

"ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მაგრამ მთლიანად გამოჯანმრთელების პროცედურაზეა კონცენტრირებული.

ასეთი ტრავმის მორჩენას 3-4 კვირა სჭირდება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, ეს დრო უფრო შევამოკლოთ", - აღნიშნა პონსმა.

თუ აღნიშნული ვარაუდი გამართლდა, სალაჰი ეგვიპტის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ეგვიპტელები 15 ივნისს რუსეთს, 19 ივნისს საუდის არაბეთს, ხოლო 25 ივნისს ურუგვაის დაუპირისპირდებიან.

თავად "ლივერპულის" შემტევი სამკურნალოდ ვალენსიაში გაფრინდა, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ ყველაფერს
გააკეთებს იმისათვის, რათა მუნდიალზე იასპარეზოს.

სალაჰმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა მას უფრო აძლიერებს.

altმოჰამედ სალაჰი ვალენსიაში "ეკონომ-კლასით" გაემგზავრა

altეგვიპტელმა ადვოკატმა სერხიო რამოსს უჩივლა და მისგან მილიარდიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვს

altეგვიპტური მედიასაშუალებები: რამოს, შენ ყასაბი ხარ, ალაჰი დაგსჯის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული