მიდომ 37 კილო დაიკლო და კუპერს ურჩევს მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს

AutoSharing Option
ყოფილმა ეგვიპტელმა ფეხბურთელმა მიდომ 37 კილო დაიკლო და ხუმრობით ჰექტორ რაულ კუპერს მოუწოდა მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს.

"ტოტენჰემის" ყოფილმა ფორვარდმა თქვა, რომ წონის დაკლება გულშემატკივრებმა შთააგონეს, რომლებიც სოციალურ ქსელში დიეტას ურჩევდნენ.

მიდომ "ინსტაგრამზე" სურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეგვიპტის ნაკრებში თამაშის პერიოდში გოლი ყოველ ორ თამაშში გაჰქონდა, ამიტომ ნაკრების მწვრთნელ ჰექტორ რაულ კუპერს მისი იმედი შეუძლია ჰქონდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული