მუნდიალი. D ჯგუფი: სიკვდილის ჯგუფი და მესის კიდევ ერთი გამოცდა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ფორუმი 14 ივნისს გაიხსნება.

D ჯგუფში მონაწილე გუნდებია: არგენტინა, ისლანდია, ხორვატია და ნიგერია.

ამ ჯგუფს უკვე უწოდეს "სიკვდილის ჯგუფი", რადგან სამი კონტინენტიდან, ერთი-მეორეზე უკეთესი გუნდები გამოდიან და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მთავარი ფავორიტი რა თქმა უნდა არგენტინაა და ამას ერთი სახელი აქვს: ლიონელ მესი. მუნდიალიდან მუნდიალამდე ელოდება არგენტინელი ქომაგი მესის გაბრწყინებას და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. თუმცა არგენტინის ნაკრებს რაც არ აძლევს განვითარებისა და წინსვლის საშუალებას: ეს შიდა სამზარეულო და ის
სკანდალებია, რომლებიც მუდმივად თან დაჰყვებათ.

ისლანდია რომელიც ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა იყო, ამჯერადაც შეეცდება გარკვეული სიახლეების შემოთავაზებას. იმის მიუხედავად, რომ გუნდს ვარსკვალევები არ ჰყავს, იმდენად შეკრული შემადგენლობა და შეთამაშებულია, რომ ერთიანად ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. 

ამ ჯგუფში ხორვატია კიდევ ერთი მთავარი ფავორიტია, მათ მესი არა ჰყავთ, თუმცა არგენტინაზე არანაკლები შემადგენლობით თავს იწონებს. რაც მთავარია ისინი მუნდიალზე წარმოდგენილნი არიან, ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარდაცვის წყვილით: რაკიტიჩი-მოდრიჩი.

კარგი შემადგენლობა ჰყავთ ნიგერიელებსაც და არავისთან არ იქნებიან აუტსაიდერები. ამ გუნდის მთავარი პრობლემა მეკარე და უკანა ხაზია, სხვა შემთხვევაში არაფერი დაეწუნებათ.

altმუნდიალი. C ჯგუფი: საფრანგეთი გასაგებია, ვინ იქნება მეორე?




არგენტინა

მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
ფიფას რეიტინგი: მე-5 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 16
საუკეთესო მაჩვენებელი: ჩემპიონები 1978 წელსა და 1986 წელს.
ვარსკვლავი: ლიონელ მესი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 621 მილიონი

შემადგენლობა:

მეკარეები: სერხიო რომერო (მანჩესტერი; ინგლისი), ვილი კაბალიერო (ჩელსი; ინგლისი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი).

მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია; ესპანეთი), ფედერიკო ფასიო (რომა; იტალია), ნიკოლას ოტამენდი (სიტი; ინგლისი), მარკოს როხო (მანჩესტერი; ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი; ჰოლანდია), კრისტიან ანსალდი (ტორინო; იტალია), მარკოს აკუნია (სპორტინგი; პორტუგალია).

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ჰებეი; ჩინეთი), ევერ ბანეგა (სევილია; ესპანეთი), ლუკას ბილია (მილანი; იტალია), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ; საფრანგეთი), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი), მაქსიმილიანო მესა (ინდეპენდიენტე), ედუარდო სალვიო (ბენფიკა; პორტუგალია), ანხელ დი მარია (პსჟ; საფრანგეთი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა; ესპანეთი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი; იტალია), სერხიო აგუერო (სიტი; ინგლისი), პაულო დიბალა (იუვენტუსი; იტალია).

ისლანდია

მთავარი მწვრთნელი: ჰეიმირ ჰალგრიმსონი
ფიფას რეიტინგი: 22-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: პირველად
საუკეთესო მაჩვენებელი: არ აქვს
ვარსკვლავი: გილფი სიგურდსონი
გუნდის ღირებულება "ტრასნფერმარკეტზე": 68 მილიონი

შემადგენლობა:

მეკარეები: ჰანეს ჰალდორსონი (“რანდერსი”, დანია), რუნარ რუნარსონი (“ნორდსიელანდი”, დანია), ფრედერიკ შრამი (“როსკილდე”, დანია)

მცველები: კაური აიდნასონი (“აბერდინი”, შოტლანდია), სვერირ იგნასონი, რაგნარ სიგურდსონი (ორივე “როსტოვი”, რუსეთი), ჰორდურ მაგნუსონი (“ბრისტოლ სიტი”, ინგლისი), ბირკირ სევარსონი (“ვალიური”), არი სკულასონი (“ლოკერენი”, ბელგია), სამუელ ფრიდონსონი (“ვოლერენგა”, ნორვეგია), ჰოლმარ ეიუოლფსონი (“ლევსკი”, ბულგარეთი)

ნახევარმცველები: ბირკირ ბიანდნასონი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), რიურიკ გისლასონი (“ზანდაჰუზენი”, გერმანია), იოჰან გუდმუნდსონი (“ბარნლი”, ინგლისი), არონ გუნარსონი (“კარდიფ სიტი”, უელსი), გილფი სიგურდსონი (“ევერტონი”, ინგლისი), ოლაფორ სკულასონი (“კარაბიუკსფორი”,
თურქეთი), არნორ ტრაუსტასონი (“მალმიო”, შვედეთი), ემილ ჰალფრედსონი (“უდინეზე”, იტალია)

თავდამსხმელები: იონ დადი ბედვარსონი (“რედინგი”, ინგლისი), ალბერტ გუდმუნდსონი (პსვ, ჰოლანდია), ბიორნ სიგურდსონი (“როსტოვი”, რუსეთი), ალფრედ ფინბოგასონი (“აუგსბურგი”, გერმანია)

altმუნდიალი 2018. B ჯგუფი: როცა ესპანეთსა და პორტუგალიას მაროკო ემუქრება...



ხორვატია

მთავარი მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
ფიფას რეიტინგი: მე-18 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 4-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მესამე ადგილი 1998 წელს
ვარსკვლავი: ლუკა მოდრიჩი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 324 მილიონი

შემადგენლობა


მეკარეები: დანიელ სუბაშიჩი (“მონაკო“, საფრანგეთი), ლოვრე კალინიჩი (“გენტი“, ბელგია), დომინიკ ლივაკოვიჩი (“დინამო“, ზაგრები).

მცველები: ვედრან ჩორლუკა (“ლოკომოტივი“, რუსეთი), დომაგოი ვიდა (“ბეშიქთაში“, თურქეთი), ივან სტრინიჩი (“სამპდორია“, იტალია), დეიან ლოვრენი (“ლივერპული”, ინგლისი), შიმე ვრსალკო (“ატლეტიკო“, ესპანეთი), იოსიპ პივარიჩი (“დინამო“, უკრაინა), ტინ ედვაი (“ლევერკუზენი“, გერმანია), დუე ჩალეტა-ცარი (“ზალცბურგი“, ავსტრია).

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი (ორივე “რეალი“, ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა“, ესპანეთი), მილან ბადელი (“ფიორენტინა“, იტალია), მარცელო ბროზოვიჩი (“ინტერი“, იტალია), ფილიპ ბრადარიჩი (“რიეკა“).

თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი“, იტალია), ივან პერიშიჩი (“ინტერი“, იტალია), ნიკოლა კალინიჩი (“მილანი“, იტალია), ანდრეი კრამარიჩი (“ჰოფენჰაიმი“, გერმანია), მარკო პიაცა (“შალკე“, გერმანია), ანტე რებიჩი (“აინტრახტი“, გერმანია).

ნიგერია

მთავარი მწვრთნელი: გენროტ რორი
ფიფას რეიტინგი: 47-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 5-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მერვედფინალი - 1994, 1998 და 2014
ვარსკვლავი: ჯონ ობი მიკელი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 121 მილიონი

შემადგენლობა:

მეკარეები: იკეჩუკვუ ეზენვა ("ენიმბა"), ფრანსიზ უზოჰო ("დეპორტივო"), დანიელ აკპეიი ("ჩიპა იუნაიტედი");

მცველები: აბდულაჰი შეჰუ ("ბურსასფორი"), ტირონი ებიუეჰი ("დენ ჰააგი"), ელდერსონ ეჩიჯილე ("სერკლი"), ბრაიან იდოვუ ("ამკარი"), ჩიდოზი ავაზემი ("ნანტი"), უილიამ ეკონგი ("ბურსასფორი"), ლეონ ბალოგუნი ("მაინცი"), კენეტი ომერუი ("კასიმფაშა");

ნახევარმცველები: ჯონ ობი მიკელი ("ტიანცზინი ტედა"), ოგენი ონაზი ("ტრაბზონსფორი"), ვილფრედ ნდიდი ("ლესტერი"), ოგენეკარო ეტებო ("ლას პალმასი"), ჯონ ოგუ ("ჰაპოელი"), ჯოელ ობი ("ტორინო");

თავდამსხმელები: აჰმედ მუსა, კელეჩი იჰეანაჩო (ორივე "ლესტერი"), ოდიონ იგალო ("ჩანჩუნ იატაი"), ალექს ივობი ("არსენალი"), ვიქტორ მოზესი ("ჩელსი"), სიმეონ ნვანკვო ("კროტონე");

მატჩები

16 ივნისი: არგენტინა - ისლანდია, მოსკოვი, სპარტაკის სტადიონი
16 ივნისი: ხორვატია - ნიგერია, კალინგრადი, კალინგრადის სტადიონი
21 ივნისი: არგენტინა - ხორვატია, ნიჟნი ნოვგოროდი, ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონი
22 ივნისი: ნიგერია - ისლანდია, ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის არენა
26 ივნისი: ისლანდია - ხორვატია, როსტოვი, როსტოვ-ონ-დონი
26 ივნისი: არგენტინა - ნიგერია, სანკტ პეტერბურგი, სანკტ  პეტერბურგის არენა

altმუნდიალი. A ჯგუფი: რუსეთი ოცნებობს - "ოღონდ სალაჰი არა!"

altტესტი: "ვის უფრო მეტი" მუნდიალზე?

altროგორი სტადიონებით ხვდება რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატს? [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
B და F ჯგუფი უფროა სიკვდილის ჯგუფები ჩემი აზრით.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული