მუნდიალი. E ჯგუფი: ბრაზილია ჩემპიონობისთვის, დანარჩენები ჯგუფიდან გასასვლელად

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ფორუმი 14 ივნისს გაიხსნება.

E ჯგუფში იმყოფებიან: ბრაზილია, შვეიცარია, კოსტა რიკა და სერბეთი.

ამ ჯგუფს ბრაზილიის სახით გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და მეტოქეთა შორის ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმემ განსაკუთრებული წინააღმდეგობა გაუწიოს. ზოგადად სამხრეთ ამერიკელები მსოფლიო ჩემპიონობას გეგმავენ და ამბიციებიდან გამომდინარე შედეგიანობაც მოეთხოვებათ. ნეიმარი და კამპანია სრულ მზადყოფნაში არიან.

აი კოსტა რიკისგან აღარაფერი არ არის გასაკვირი, წინა მუნდიალის აღმოჩენა წელსაც შედეგიანობით იმუქრება. თუ წინა მუნდიალზე მათი ფეხბურთელები გაურკვეველი სახელწოდების გუნდებში ირიცხებოდნენ, ამჯერად
ზოგი "რეალშია" და ზოგიც "სელტიკში" .

ბუკმეიკერებიც და ექსპერტებიც, მეორე ადგილზე გამსვლელ მატჩად სერბეთი-შვეიცარიის შორის ჩასატარებელ შეხვედრას ასახელებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამჯერად კოსტა რიკა განწირულია. თუმცა ყველაფერი ხდება...

altმუნდიალი. D ჯგუფი: სიკვდილის ჯგუფი და მესის კიდევ ერთი გამოცდა

altმუნდიალი. C ჯგუფი: საფრანგეთი გასაგებია, ვინ იქნება მეორე?

altმუნდიალი 2018. B ჯგუფი: როცა ესპანეთსა და პორტუგალიას მაროკო ემუქრება...

altმუნდიალი. A ჯგუფი: რუსეთი ოცნებობს - "ოღონდ სალაჰი არა!"


ბრაზილია

მთავარი მწვრთნელი: ტიტე
ფიფას რეიტინგი: მე-2 ადგილი.
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილება: 20-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: გამარჯვებული 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლებში
ვარსკვლავი: ნეიმარი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 882 მილიონი


შემადგენლობა:

მეკარეები: ალისონი (“რომა”, იტალია), ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), კასიო (“კორინთიანსი”);

მცველები: დანილო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ფაგნერი (“კორინთიანსი”), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი), ფილიპე ლუიში (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტიაგო სილვა, მარკინიოსი (ორივე – პსჟ, საფრანგეთი), მირანდა (“ინტერი”, იტალია), პედრო ჟერომელი (“გრემიო”);

ნახევარმცველები:კაზემირო (“რეალი”, ესპანეთი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), პაულინიო, ფილიპე კოუტინიო (ორივე – “ბარსელონა”, ესპანეთი), ფრედი (“შახტარი”, უკრაინა), რენატო აუგუსტო (“ბეიჟინგ გოანი”, ჩინეთი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი);

თავდამსხმელები: დუგლას კოშტა (“იუვენტუსი”, იტალია), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), ტაისონი (“შახტარი”, უკრაინა), გაბრიელ ჟესუსი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი)


შვეიცარია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი
ფიფას რეიტინგი: მე-6 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 10-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მეოთხედფინალი 1934, 1938 და 1954 წელს.
ვარსკვლავი: გრანიტ ჯაკა
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე": 196 მილიონი


შემადგენლობა:

მეკარეები: რომან ბიურკი (“დორტმუნდი“, გერმანია), ივან მვოგო (“ლაიფციგი“, გერმანია), იან სომერი ("მიონხენგლადბახი“, გერმანია).

მცველები: მანუელ აკანჯი (“დორტმუნდი“, გერმანია), იოჰან ჯურუ (“ანტალიასფორი“, თურქეთი), ნიკო ელვედი (“მიონხენგლადბახი“, გერმანია), მიქაელ ლანგი (“ბაზელი“), სტეფან ლიხშტაინერი (“იუვენტუსი“, იტალია), ჟაკ-ფრანსუა მუბანჯე (“ტულუზა“, საფრანგეთი), რიკარდო როდრიგესი (“მილანი“, იტალია), ფაბიან შარი (“დეპორტივო“, ესპანეთი).

ნახევარმცველები: ვალონ ბეჰრამი (“უდინეზე“, იტალია), ბლერიმ ჯემაილი (“ბოლონია“, იტალია), ჟელსონ ფერნანდესი (“აინტრახტი“, გერმანია), რემო ფრელერი (“ატალანტა“, იტალია), შერდან შაქირი (“სტოკ სიტი“, ინგლისი), გრანიტ ჯაკა (“არსენალი“, ინგლისი), სტივენ ცუბერი (“აინტრახტი“, გერმანია), დენის ზაკარია (“მიონხენგლადბახი“, გერმანია).

თავდამსხმელები: იოსიპ დრმიჩი (“მიონხენგლადბახი“, გერმანია), ბრილ ემბოლო (“შალკე“, გერმანია), მარიო გავრანჩიჩი (“დინამო“ ზაგრები, ხორვატია), ჰარის სეფეროვიჩი (“ბენფიკა“, პორტუგალია).


კოსტა რიკა

მთავარი მწვრთნელი: ოსკარ რამირესი
ფიფას რეიტინგი: 25-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 4-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი: მეოთხედფინალი 2014 წელს
ვარსკვლავი: კეილორ ნავასი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" : 36 მილიონი


შემადგნელობა:

მეკარეები: კეილორ ნავასი ("რეალი", ესპანეთი), პატრიკ პემბერტონი ("ალახუელენსე"), ლიონელ მორეირა ("ერედიანო").

მცველები: კრისტიან გამბოა ("სელტიკი", შოტლანდია), იან სმიტი ("ნორჩიოპინგი"), ბრაიან ოვიედო ("სანდერლენდი"), რონალდ მატარიტა ("ნიუ იორკ სიტი"), ოსკარ დუარტე ("ესპანიოლი"), ჯანკარლო გონსალესი ("ბოლონია"), ჯონი აკოსტა ("რიონეგრო აგილასი"), კენდალ უოტსონი ("ვანკუვერ ვაითქეპსი", კანადა), ფრანსისკო კალვო ("მინესოტა იუნაიტედი").

ნახევარმცველები: ელცინ ტეხედა ("ლოზანა"), დავიდ გუზმანი ("პორტლენდ ტიმბერსი"), სელსო ბორხესი ("დეპორტივო"), როდნი უოლასი ("ნიუ იორკ სიტი"), რენდალ ასოფეიფა
("ერედიანო"), კრისტიან ბოლანიოსი ("საპრისა"), ბრაიან რუისი ("სპორტინგი").

თავდამსხმელები: ჟოელ კემპბელი ("ბეტისი"), იოჰან ვენეგასი, დანიელ კოლინდრესი ("საპრისა"), მარკო ურენია ("ლოს ანჯელეს გელექსი").


სერბეთი

მთავარი მწვრთნელი: მლადენ კრსტაჟიჩი
ფიფას რეიტინგი: 35-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა: 11-ჯერ (შეიცავს მონაწილეობას იუგოსლავიასთან და სერბეთი&მონტენეგროს-თან ერთად)
საუკეთესო მაჩვენებელი: მეოთხე ადგილი 1930 და 1962 წელს (შეიცავს მონაწილეობას იუგოსლავიასთან ერთად)
ვარსკვლავი: ნემანია მატიჩი
გუნდის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" : 240 მილიონი

შემადგენლობა:

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (პარტიზანი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი), მარკო დმიტროვიჩი (ეიბარი)

მცველები: ალეკსანდრ კოლაროვი (რომა), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი), მილან როდიჩი (ცრვენა ზვეზდა), ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი), უროშ სპაიჩი (კრასნოდარი), მილოშ ველკოვიჩი (ვერდერი), დუშკო ტოშიჩი (გუანჯოუ ფული), ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა)

ნახევარმცველები: ნემანია მატიჩი (მანჩესტერი), ლუკა მილივოევიჩი (კრისტალ პალასი), მარკო გრუიჩი (კარდიფი), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი), ანდრია ჟივკოვიჩი (ბენფიკა), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი), ნემანია რადონიჩი (ცრვენა ზვეზდა), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ადემ ლიაიჩი (ტორინო)

თავდამსხმელები: ალეკსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), ალეკსანდარ პრიიოვიჩი
(პაოკი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი)


მატჩები:

17 ივნისი: კოსტა რიკა - სერბეთი , სამარა, სამარა არენა
17 ივნისი: ბრაზილია - შვეიცარია, როსტოვი, როსტოვ-ონ-დონი
22 ივნისი: ბრაზილია - კოსტა რიკა, სანკტ პეტერბურგი, სანკტ პეტერბურგის არენა
22 ივნისი: სერბეთი - შვეიცარია, კალინგრადი, კალინგრადის სტადიონი
27 ივნისი: სერბეთი - ბრაზილია, მოსკოვი, სპარტაკის სტადიონი
27 ივნისი: შვეიცარია - კოსტა რიკა , ნიჟნი ნოვგოროდი, ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონი


altტესტი: "ვის უფრო მეტი" მუნდიალზე?

altროგორი სტადიონებით ხვდება რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატს? [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული