რუსეთის ნაკრების მცველის გეგმები: სუარესს ვუკბენ, სალაჰს კი რამოსის ილეთს ჩავუტარებ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების 24 წლის მცველ ილია კუტეპოვს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებდა ის ლუის სუარესისა და მოჰამედ სალაჰის შეჩერებას.

როგორც იცით, მუნდიალის ჯგუფში რუსეთი ურუგვაისთან და ეგვიპტესთან ერთად იასპარეზებს.

"მეშინია სუარესის? რა თქმა უნდა, არა, რადგან თუ საჭირო გახდა, შემიძლია მას მეც ვუკბინო.

არანაირი შიში არ მაქვს არც სალაჰის მიმართ. როგორ შევაჩერო ის? ამის კარგი მაგალითი სერხიო რამოსმა გვაჩვენა.

მან გვანახა თუ როგორ უნდა გააჩერო ეგვიპტელი და ერთ-ერთი გეგმა ასეთიც იქნებოდა.

სალაჰმა სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

ფეხბურთელი ყოველთვის ძლიერდება, როდესაც ასეთი გენიოსების წინააღმდეგ უწევს თამაში", - აღნიშნა კუტეპოვმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამას ფწირ პლეია პრინციპით ეგრევე დისკვალიფიკაციას მივცხებდი.
ანდრი
13:37 10-06-2018
10
ეს თუ ხუმრობს, მაგარი უტაქტო და უტვინო ხუმრობა გამოუვიდა სალაჰის მიმართ. კაცს ჯერ ტრამვა არ მორჩენია და ამის უაზრო ხუმრობა აკლდა. მართალია ქვემოთ რესპოდენტი, დასასჯელია ესეთი გამოხტომისთვის თუნდაც ხუმრობით.
უტაქტოა
14:19 10-06-2018
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული