კარლო ანჩელოტი: მუნდიალის ფავორიტი ბრაზილიაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩეელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

"ვფიქრობ, ოქროს მედლების მოგების ყველაზე მეტი შანსი ბრაზილიას აქვს, რადგან მისმა მწვრთნელმა ტიტემ კარგი დაცვა დააყენა და გუნდს შესანიშნავი შემტევები ჰყავს. როგორც წესი, ტურნირს ის გუნდი იგებს, რომელიც ჯგუფში არგენტინასთან, გერმანიასთან და ესპანეთთანაა. სამწუხაროდ, მუნდიალზე იტალია ვერ გავიდა.

რაც შეეხება შესაძლო სიურპრიზებს - ბელგიას შეუძლია შემოგვთავაზოს, ვინაიდან პრემიერლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს. კიდევ ხორვატიის ოსტატურ გუნდს დავასახელებდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული