რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში საუდის არაბეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთის სუსტ გუნდს უპრობლემოდ სძლია (5:0).

რუსეთის გუნდებს საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო ტურნირებზე მუდამ ადვილ მეტოქეებს "ურჩევდნენ" და ამჯერადაც ასე მოხდა. სასათბურე პირობებში მყოფმა მასპინძელთა გუნდმა, რომელმაც უკანასკნელი 7 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო,  მუნდიალის ყველაზე სუსტი გუნდი დაამარცხა.

"ნამდვილი ჩემპიონატი" კი ხვალ იწყება.

მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
რუსეთი - საუდის არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 გაზინსკი (12), 2:0 ჩერიშევი (43), 3:0 ძიუბა (71), 4:0 ჩერიშევი (92), 5:0 გოლოვინი (90+4)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი,
კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი, გაზინსკი, ზობნინი, სამედოვი (კუზიაევი 64), გოლოვინი, ძაგოევი (ჩერიშევი 24), სმოლოვი (ძიუბა 70)

საუდის არაბეთი: ალ მაიუფი, ალ ბურაიკი, უსამა ჰასავი, ომარ ჰასავი, აკ შაჰრანი, ოტაიფი (ალ მუვალადი 64), ალ დოსარი, ალ ფარიჯი, ალ ჯასიმი, ალ შეჰრი (ბაბჰირი 74), ალ საჰლავი (ასერი 85)

altანდრეი კანჩელსკისი: საუდის არაბეთს ჩვენი მეორე დივიზიონის დონის გუნდი ჰყავს, ეგ გუნდიც არაა

altხუან ანტონიო პიცი: რუსებს არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ

მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორ ქოთქოთებთ რუსეთუმეებო! დიახაც რომ ფიფაც და უეფაც სუსტ მეტოქეებს ურჩევენ ღრუსებს! ეგვიპტეც და ურუგვაიც სუსტები არიან! ნებისმიერ სხვა ჯგუფში ღრუსეთი სამივე თამაშს წააგებდა!რაღა თქმა უნდა სამწუხაროა რომ ღრუსეთში ტარდება!ბევრად აჯობებდა ინგლისი ან ესპანეთი/პორტუგალია!
Alex.F.
13:26 15-06-2018
12
ასეა ბატონებო. ჩვენში ბევრს ეს მოვალეობად მიაჩნია - დასცინოს რუსებს და ყველაფერს რუსულს. თან თუ შეეპასუხები, "მკვლელი" მიზეზი აქვთ: ოკუპაცია. იქვე ხურდაში კრემლის აგენტობას და რუსოფილობასაც მოგაყოლებენ )))
გასაგებია, რომ რუსეთი მართლაც უსამართლოდ გვექცევა. მაგრამ ჩვენი საპასუხო საქციელი, მხოლოდ პატარა კაცებს შეშვენით - "ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო".
vaxo
12:55 15-06-2018
1

სიახლეები პოპულარული