რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში საუდის არაბეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთის სუსტ გუნდს უპრობლემოდ სძლია (5:0).

რუსეთის გუნდებს საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო ტურნირებზე მუდამ ადვილ მეტოქეებს "ურჩევდნენ" და ამჯერადაც ასე მოხდა. სასათბურე პირობებში მყოფმა მასპინძელთა გუნდმა, რომელმაც უკანასკნელი 7 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო,  მუნდიალის ყველაზე სუსტი გუნდი დაამარცხა.

"ნამდვილი ჩემპიონატი" კი ხვალ იწყება.

მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
რუსეთი - საუდის არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 გაზინსკი (12), 2:0 ჩერიშევი (43), 3:0 ძიუბა (71), 4:0 ჩერიშევი (92), 5:0 გოლოვინი (90+4)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი,
კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი, გაზინსკი, ზობნინი, სამედოვი (კუზიაევი 64), გოლოვინი, ძაგოევი (ჩერიშევი 24), სმოლოვი (ძიუბა 70)

საუდის არაბეთი: ალ მაიუფი, ალ ბურაიკი, უსამა ჰასავი, ომარ ჰასავი, აკ შაჰრანი, ოტაიფი (ალ მუვალადი 64), ალ დოსარი, ალ ფარიჯი, ალ ჯასიმი, ალ შეჰრი (ბაბჰირი 74), ალ საჰლავი (ასერი 85)

altანდრეი კანჩელსკისი: საუდის არაბეთს ჩვენი მეორე დივიზიონის დონის გუნდი ჰყავს, ეგ გუნდიც არაა

altხუან ანტონიო პიცი: რუსებს არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ

მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორ ქოთქოთებთ რუსეთუმეებო! დიახაც რომ ფიფაც და უეფაც სუსტ მეტოქეებს ურჩევენ ღრუსებს! ეგვიპტეც და ურუგვაიც სუსტები არიან! ნებისმიერ სხვა ჯგუფში ღრუსეთი სამივე თამაშს წააგებდა!რაღა თქმა უნდა სამწუხაროა რომ ღრუსეთში ტარდება!ბევრად აჯობებდა ინგლისი ან ესპანეთი/პორტუგალია!
Alex.F.
15 ივნისი 2018 13:26
12
ასეა ბატონებო. ჩვენში ბევრს ეს მოვალეობად მიაჩნია - დასცინოს რუსებს და ყველაფერს რუსულს. თან თუ შეეპასუხები, "მკვლელი" მიზეზი აქვთ: ოკუპაცია. იქვე ხურდაში კრემლის აგენტობას და რუსოფილობასაც მოგაყოლებენ )))
გასაგებია, რომ რუსეთი მართლაც უსამართლოდ გვექცევა. მაგრამ ჩვენი საპასუხო საქციელი, მხოლოდ პატარა კაცებს შეშვენით - "ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო".
vaxo
15 ივნისი 2018 12:55
1
გუშინ ვინც თამაშს უყურა, ალბათ დამეთანხმება, შესაძლოა ვცდები მაგრამ პირველი არხის კომენტატორი მინიმუმ ნასვამი უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ კი მთვრალი, ან ხმის აპარატურის გამო იყო მისი თავმოუბმელი ლაპარაკი, როგორც იტყვიან ენას ვერ იგნებდა პირში, ცოტა მეტი დაფასება საკუთარი თავის და მით უმეტეს მაყურებლის არ გაწყენდათ
123
15 ივნისი 2018 09:49
5
ნორმალური კომენტარი და სათაურები გაკეთეთ, რა უბედურება სასათბურე პირობებში მყოფი ნაკრები? ან თქვით, რომ არ აშუქებთ მსოფლიო ჩემპიონატს და ვნახავთ სხვა გზას .... რას გავდა გუშინ პირველი არხის კომენტატორთა წაყვანილი მატჩი.... ეს არის მსოფლიო ჩემპიონარი, ფეხბურთის ყველა მოყვარულის ზეიმი ....
petrekupry
15 ივნისი 2018 08:21
4
100%–ით გეთანხმებით.საშუალება რომ მქონოდა სხვა არხზე ვუყურებდი. ვიღაცას რაღაცას რომ უწუნებ, ოდნავ მაინც იმაზე უკეთესი უნდა იყო, მაგრამ ჩვენი ტარაკუჭობა ვერ მოვიშალეთ. რას გავდა ეს სიტყვები: ჩვენდა სამწუხაროდ ჩემპიონატი რუსეთში ტარდებაო, თურქეთში რომ ჩატარებულიყო სიხარულით უნდა გვეხტუნავა? თუ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია....
მ ი მ ი ნ ო
15 ივნისი 2018 10:31
4
გული არ გაგისკდეთ ბოღმისგან :)
odala
15 ივნისი 2018 06:38
9
ამ სტატიას ავტორი არ ჰყავს? რას ნიშნავს სასათბურე პირობები, თუ საკუთარ კედლებს გულისხმობს ავტორი მაშინ მესმის,მაგრამ სუსტი გუნდები შეურჩიესო ეს როგორ უნდა დაწეროს თუნდაც ოდნავ ფეხბურთის სპეციალისტმა?ურუგვაი და ეგვიპტე სუსტები ყოფილან თურმე! და მთელი ფიფა უეფა რუსეთს ეხმარება თურმე)))) დაწყნარდი რუსეთი ვერ გახდება ჩემპიონი, ვერც ნახევარფინალამდე მიაღწევს! ნუ გეშინია!
დავით 67
15 ივნისი 2018 05:34
5

სიახლეები პოპულარული