რუსეთის გუნდებს საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო ტურნირებზე მუდამ ადვილ მეტოქეებს "ურჩევდნენ" და ამჯერადაც ასე მოხდა. სასათბურე პირობებში მყოფმა მასპინძელთა გუნდმა, რომელმაც უკანასკნელი 7 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, მუნდიალის ყველაზე სუსტი გუნდი დაამარცხა.
"ნამდვილი ჩემპიონატი" კი ხვალ იწყება.
მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
რუსეთი - საუდის არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 გაზინსკი (12), 2:0 ჩერიშევი (43), 3:0 ძიუბა (71), 4:0 ჩერიშევი (92), 5:0 გოლოვინი (90+4)
რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი, გაზინსკი, ზობნინი, სამედოვი (კუზიაევი 64), გოლოვინი, ძაგოევი (ჩერიშევი 24), სმოლოვი (ძიუბა 70)
საუდის არაბეთი: ალ მაიუფი, ალ ბურაიკი, უსამა ჰასავი, ომარ ჰასავი, აკ შაჰრანი, ოტაიფი (ალ მუვალადი 64), ალ დოსარი, ალ ფარიჯი, ალ ჯასიმი, ალ შეჰრი (ბაბჰირი 74), ალ საჰლავი (ასერი 85)
ანდრეი კანჩელსკისი: საუდის არაბეთს ჩვენი მეორე დივიზიონის დონის გუნდი ჰყავს, ეგ გუნდიც არაა
გასაგებია, რომ რუსეთი მართლაც უსამართლოდ გვექცევა. მაგრამ ჩვენი საპასუხო საქციელი, მხოლოდ პატარა კაცებს შეშვენით - "ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო".