საფრანგეთმა უსახურად ითამაშა, მაგრამ ავსტრალია მაინც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშო მე-3 დღეს ტურნირში საფრანგეთის ნაკრები ჩაერთო.

"მამლებმა" უსახურად ითამაშეს, თუმცა ავსტრალიის ნაკრები 2:1 მაინც დაამარცხეს.

ანგარიში 58-ე წუთზე ანტურან გრიზმანმა პენალტის ნიშნულიდან გახსნა. ზუსტად 4 წუთში უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად უკვე ავსტრალიელთა ნახევარმცველმა იედინაკმა გარდასახა.

დარჩენილ დროში ფრანგებმა თამაში გააკონტროლეს და მეტოქისთვის მეორედ გათანაბრების საშუალება აღარ მიუციათ.

შაბათი. 16 ივნისი. "ყაზან არენა". ყაზანი
საფრანგეთი-ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი 58 (პენ), 1:1 იედინაკი 62 (პენ), 2:1 პოგბა (81).
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი, ლუკასი, უმტიტი, ვარანი, პავარდი, პოგბა,
კანტე, ტოლისო(მატუიდი 78), გრიზმანი(ჟირუ 70), მბაპე, დემბელე(ფეკირი 70).
ავსტრალია (4-2-3-1): რაიანი, რიდსონი, მილიგანი, სეინსბერი, ბეჰიჩი, იედინაკი, მოი, კრუსე (არზანი 84), როგიჩი (ირვინი 74), ლეკი, ნაბოუტი (იურიჩი 64).
მკითხველის კომენტარები / 1 /
Saprangetma?
Baggio
23:03 17-06-2018
0

სიახლეები პოპულარული