მუნდიალი 2018: ბელგიამ პანამას უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიამ პანამას 3:0 მოუგო.

ბელგიის ნაკრებს ტურნირზე სერიოზული ამბიციები გააჩნია და მისმა ლიდერმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ ჩემპიონები გახდებიან. ბელგიამ პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ შესვენების შემდეგ მერტენსმა გახსნა ანგარიში, მერე კი ლუკაკუმ დუბლი შეასრულა.

ორშაბათი. 18 ივნისი. სოჭი. "ოლიმპიისკი". 43 257 მაყურებელი
ბელგია - პანამა 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)

ბელგია: კურტუა, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, მენე, ბოიატა, ვიტსელი (ჩადლი 90), დე ბრიუნე, კარასკო (დემბელე 74), ე. აზარი,
მერტენსი (ტ. აზარი 83), ლუკაკუ

პანამა: პენედო, რ. ტორესი, დევისი, ესკობარი, მურილიო, გომესი, კუპერი, გოდოი, ბარსენასი (გ. ტორესი 63), როდრიგესი (დიასი 63), პერესი (ტეჰადა 73)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბელგია ნახევარფინალისტია!
etds
09:56 19-06-2018
0
ბოდიში მაგრამ რატომ მოიხსენიებთ მსოფლიო ჩემპიონატს ამ უცნაური სიტყვით "მუნდიალი"? სადაური სიტყვაა? ჩემპიონატი რუსეთში მიდის, განა ეს რუსულია? მეგრული ვინც იცის იმათთვის ძალიან უხამსად ჟღერს?
aburjga
11:09 19-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული