კრისტიან პავონი: სიმართლე რომ ვთქვათ, მუნდიალის სტარტი ჩავაგდეთ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა კრისტიან პავონმა ისლანდიასთან (1:1) მატჩზე ისაუბრა.

"სიმართლე რომ ვთქვათ, ისლანდიასთან ფრით მუნდიალის სტარტი ჩავაგდეთ. ახლა ხორვატიასთან მატჩი გადამწყვეტი იქნება. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თუ ტიტულისთვის გვინდა ბრძოლა. რთული და გახსნილი თამაში გველის და ამ მატჩში ჩვენს თავს ფავორიტებად ვერ დავასახელებ.

ხორვატიის ნაკრებს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ჰყავს და ასევე, სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები. ხორვატია ძალიან სახიფათო გუნდია. თავიდანვე ვიცოდით, რომ ხორვატიასთან მატჩი ადვილი არ იქნებოდა.

სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, მაინც მოსაგებად გავალთ მოედანზე და ასევე, იმედი გვექნება,
რომ ქომაგი დაგვიჭერს მხარს", - თქვა პავონმა.

altდიეგო მარადონა: თუ სამპაოლი ასე გააგრძელებს, ის არგენტინაში ვერ დაბრუნდება!

 

altლიონელ მესიმ მესას მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა და არგენტინამ ისლანდიასთან მხოლოდ ქულა მოიპოვა [VIDEO]

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
რათი მიხვდი? არგენტინა წელს ჯგუფიდან თუ გავიდა მადლობა თქვას,
იმერელი
14:09 19-06-2018
0

სიახლეები პოპულარული