МЫ – НЕ ГОВНО! (ჩვენ განავალი არა ვართ!) - რუსები მუნდიალზე მეორე გამარჯვებით აღფრთოვანებულნი არიან

AutoSharing Option
ზედიზედ 6 მოუგებელი მატჩის შემდეგ, რუსები არ ელოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას და რა თქმა უნდა, გახარებულები არიან.

მართალია, მათი გუნდი შედარებით სუსტ ჯგუფში მოხვდა (თუ მოახვედრეს, რაც საეჭვოდ სისტემატურად ხდება), მაგრამ დამსახურებულად რომ მოიგეს ორივე შეხვედრა, ამის უარყოფა არ შეიძლება.

რუსულ მედიასაშუალებებში უამრავი საქებარი და ცოტა ოდიოზური წერილებიც კი გამოქვეყნდა, რაც მოსალოდნელი გახლდათ. აი, ზოგიერთის სათაური და ამონარიდი:

championat.com. "ჩვენ განავალი არა ვართ. დიდება შენ, სტას ჩერჩესოვო, მადლობა ღვთაებრივ გუნდს. ჩერჩესოვი თითქმის გენიოსია. მუტკო მართალი
იყო, რუსეთი ყველას დაგლიჯავს", - წერს ჟურნალისტი დმიტრი ეგოროვი.

"არ გვეშინია პორტუგალიის და ესპანეთის? ჩვენ უკვე თამაშის იშტაზე მოვედით და სულ ერთია ვის დავამარცხებთ", - ამბობს ტურნირის ორგკომიტეტის გენერალური დირექტორი ალეკსეი სოროკინი.

რამზან კადიროვი (ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი):"მინდა გამარჯვება ჩვენს მთავარ გულშემატკივარს, პრეზიდენტ პუტინს მივულოცო, რომელმაც ქვეყანა ფეხზე დააყენა, ახალ სიმაღლეზე გაიყვანა".

ტელეარხ Россия 1-ის კომენტატორმა ვლადიმირ სტოგნიენკომ თამაშის ბოლოს ანსამბლ "ლენინგრადის" სიმღერა "შენ უბრალოდ კოსმოსი ხარ, სტას" ჩართო, რომელიც ჩერჩესოვს მიუძღვნა.

sports.ru-მ ჩერჩესოვს მეფე უწოდა და საიტზე დაიწერა, რომ რუსეთი ყველას და ყველაფერს ბრდღვნის.

ერთადერთი, ვინც ობიექტურად შეაფასა სიტუაცია, "მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისია:"ჩვენ მხოლოდ ეგვიპტე დავამარცხეთ, რომელიც არასოდეს არ ბრწყინავდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მუდამ უჭირდა. ის, რომ საბავშვო ბაღს მოვუგეთ და ურას გავყვირით, არასწორია. წინ ურუგვაია და გუნდები, რომლებსაც პლეი-ოფში შევხვდებით. მაშინ ვნახავთ ჩვენს ნაკლოვანებებს".

ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველმა ვასილი უტკინმა კი ჯერ კიდევ მატჩამდე იუწყა, რომ პირველ არხზე კომენტატორად აღარ იმუშავებს, მიზეზი არ ახსნა და თქვა, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლის, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნებს.

altმუნდიალი 2018: რუსეთმა ეგვიპტე 3:1 დაამარცხა [VIDEO]

altეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ

მკითხველის კომენტარები / 19 /
"გავნო" არა ხართ, "გავნიშჩე" ხართ თქვენი ფეხბურთით და ამას მალე ნახავთ როგორც კი შემდეგ თამაშს ჩაატარებთ.
საუდის არაებთთან და ეგვიპტესთან გამარჯვება ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი "მიღწევა" ამ ჩემპიონატზე.
7
როსია ყოველთვის გავნო იყო და გავნოდ დარჩება არა მარტო ფეხბურთში,არამედ ყველაფერში და არაბების დამარცხებით ტყუილი ილუზია შეგექმნათ...
status quo
11:17 20-06-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული