კარლუშ კეირუში: ვიდეოგამეორება ჩვენთვის საზიანოა, ჩვენი ნაკრების პრეს-მდივანი კინაღამ გარდაიცვალა

AutoSharing Option
ირანის ნაკრების მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთთან დამარცხებაზე გააკეთა კომენტარი.

"მინდა ჩემს ფეხბურთელებს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან კარგი თამაში მივულოცო. ესპანეთმა შესანიშნავად იასპარეზა, ეს მისი მოვალეობაა. უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. მეტოქის მადლობელი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებულები ვართ. ჩვენი ოცნება ცოცხალია.

როდესაც თამაშგარე მდგომარეობიდან გვიტანენ გოლს, ვიდეოგამეორება არ მუშაობს, როდესაც ჩვენ ვიტანთ - მუშაობს".

მან ასევე თქვა, რომ არჩათვლილი გოლის შემდეგ, მათი ნაკრების პრეს-მდივანი მოჰსენ მაგამედკია ნერვიულობისგან შეუძლოდ შეიქნა, პირველადი დახმარება სტადიონზევე აღმოუჩინეს, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიკვდილს
გადაარჩინეს.

altმუნდიალი 2018: ესპანეთმა ირანი არადამაჯერებელი თამაშით, გაჭირვებით დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმენა სვარჩიკების გუნდია !!!
ანტიფეხბურთი
02:17 21-06-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული