მუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრები შოკშია - ხორვატიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა.

ისლანდიასთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა და მისმა გუნდმა სასტარტო სასტვენისთანავე შეუტია. უშედეგოდ. მერე ხორვატებმა ადვილად შეაღწიეს მეტოქის საჯარიმოში და კაბალიერომ პერიშიჩს არ დაანება გოლის გატანა.

ვერცხლისქვეყნელები ინიციატივას კი დაეუფლნენ, მაგრამ ხორვატების მაღალი პრესინგის დაძლევა უჭირდათ. 21-ე წუთზე აკუნას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული თუ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვ
და. 29-ე წუთზე კი პერესმა სლავების შეცდომით ვერ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში ვერ
გადაგზავნა.

ხორვატებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და 33-ე წუთზე მანჯუკიჩმა თავური დარტყმით ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მესი უჩვეულოდ პასიური იყო.

53-ე წუთზე მეკარე კაბალიერომ უწყინარ სიტუაციაში უხეში შეცდომა დაუშვა და რებიჩმა თავისი გუნდი დააწინაურა. სამპაოლიმ კი აგუერო იგუაინით შეცვალა, მერე სალვიო პავონით და პერესი დიბალათი. თუმცა, ამით თამაშის სურათი ვერ შეცვალა და 81-ე წუთზე მოდრიჩმა მეორედ დაამწუხრა კაბალიერო.

83-ე წუთზე რაკიტიჩმა საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა მან კომპენსირებულ დროში მაინც გაიტანა გოლი და არგენტინის ნაკრები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.


D ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი
არგენტინა - ხორვატია 0:3
გოლები: 0:1 რებიჩი (53), 0:2 მოდრიჩი (81), 0:3 რაკიტიჩი (90+1)

არგენტინა: კაბალიერო, მასკერანო, მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო, პერესი (დიბალა 68), სალვიო (პავონი 56), მესა, მესი, აგუერო (იგუაინი 54), აკუნა

ხორვატია: სუბაშიჩი, ვიდა, სტრინიჩი, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი (კოვაჩიჩი 82), ბროზოვიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 90+3), რებიჩი (კრამარიჩი 57)

altრა შანსი დარჩა არგენტინის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად?

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

altხორხე სამპაოლის არგენტინელი გულშემატკივრები დედას აგინებდნენ და აფურთხებდნენ

altხორხე სამპაოლიმ მესისა და არგენტინის ნაკრების წარუმატებელი თამაში ფეხბურთელებს დააბრალა

მკითხველის კომენტარები / 29 /
სამპაულია უნიჭო და გამო(ყ)ტვინებული,ასეთი დონის ფეხბურთელებით თამაშს რომ ვერ მოიგებ თუ დივერსიას არ გიწყობენ სხვა არაფრის ბრალი რაა...ისლანდიას არგენტინელების კლასის რამდენი ფეხბურთელი ყავს? მაგრამ სწორი ტაქტიკით შედეგს მიაღწია,,,,მოკლედ ჩემპიონატი გრძელდება და მე მგონია ხორვატია ჩემპიონია!!!!
niko
22 ივნისი 2018 10:01
0
მარსელო ბიელსას არგენტინა ჯგუფში ჩარჩა 2002-ში, ამჯერად ბიელსა-ს მიმდევარია("Bielsaista") სათავეში და იგივე ფიასკოს განიცდის ნაკრები.. ამდენი უტვინო როგორ ყავთ AFA-ში..
მხოლოდ დაცვითი ტაქტიქით აქვს შანსი არგენტინას რამეს მიაღწიოს, ძირითადად ეგრე იყო ყოველთვის
Iakobi
22 ივნისი 2018 08:27
0
70% მექსიკა ან ბელგია გახდება წელს ჩემპიონი..ესაა ჩემი კომენტარი
euhh
22 ივნისი 2018 01:40
13
არგენტინა თუ გავა(გაძვრება)ჯგუფიდან,ერთ-ერთ ეტაპზე კიდევ გადაეყრება ხორვატიას და იქ ამოიყრის თავის ჯავრს.
კანონზომიერება
22 ივნისი 2018 12:20
6
სანპაოლი მოსაკლავია, მესი რატომ არ ათამაშა? მესი, მესი, მესიი(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
გოგა
22 ივნისი 2018 00:56
2

სიახლეები პოპულარული