მუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრები შოკშია - ხორვატიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა.

ისლანდიასთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა და მისმა გუნდმა სასტარტო სასტვენისთანავე შეუტია. უშედეგოდ. მერე ხორვატებმა ადვილად შეაღწიეს მეტოქის საჯარიმოში და კაბალიერომ პერიშიჩს არ დაანება გოლის გატანა.

ვერცხლისქვეყნელები ინიციატივას კი დაეუფლნენ, მაგრამ ხორვატების მაღალი პრესინგის დაძლევა უჭირდათ. 21-ე წუთზე აკუნას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული თუ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვ
და. 29-ე წუთზე კი პერესმა სლავების შეცდომით ვერ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში ვერ
გადაგზავნა.

ხორვატებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და 33-ე წუთზე მანჯუკიჩმა თავური დარტყმით ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მესი უჩვეულოდ პასიური იყო.

53-ე წუთზე მეკარე კაბალიერომ უწყინარ სიტუაციაში უხეში შეცდომა დაუშვა და რებიჩმა თავისი გუნდი დააწინაურა. სამპაოლიმ კი აგუერო იგუაინით შეცვალა, მერე სალვიო პავონით და პერესი დიბალათი. თუმცა, ამით თამაშის სურათი ვერ შეცვალა და 81-ე წუთზე მოდრიჩმა მეორედ დაამწუხრა კაბალიერო.

83-ე წუთზე რაკიტიჩმა საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა მან კომპენსირებულ დროში მაინც გაიტანა გოლი და არგენტინის ნაკრები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.


D ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი
არგენტინა - ხორვატია 0:3
გოლები: 0:1 რებიჩი (53), 0:2 მოდრიჩი (81), 0:3 რაკიტიჩი (90+1)

არგენტინა: კაბალიერო, მასკერანო, მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო, პერესი (დიბალა 68), სალვიო (პავონი 56), მესა, მესი, აგუერო (იგუაინი 54), აკუნა

ხორვატია: სუბაშიჩი, ვიდა, სტრინიჩი, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი (კოვაჩიჩი 82), ბროზოვიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 90+3), რებიჩი (კრამარიჩი 57)

altრა შანსი დარჩა არგენტინის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად?

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

altხორხე სამპაოლის არგენტინელი გულშემატკივრები დედას აგინებდნენ და აფურთხებდნენ

altხორხე სამპაოლიმ მესისა და არგენტინის ნაკრების წარუმატებელი თამაში ფეხბურთელებს დააბრალა

მკითხველის კომენტარები / 29 /
რა უნდა თქვა არგენტინაზე ან ამ თამაშზე? არც არაფერი. არგენტინა გუნდი არ არის და ის,მხოლოდ 1 მოთამაშის კანტორაა. ყოველთვის დგება ასეთი მომენტები,როცა ფეხბურთელი ირჩევს ვინ ითამაშოს და ვინ არა.იკარდი ყველაზე ბედნიერი არგენტინელია დღეს. როცა ფეხბურთელი წნეხს განიცდის,მწვრთნელი ვალდებულია შეუმციროს ეს წნეხი. საერთოდ,არ უნდა ეთამაშებინა მესი და მის მაგივრა დიბალა უნდა ყოფილიყო შემადგენლობაში,არც მასკერანო უნდა ყოფილიყო შემადგენლობაში,რადგან ბაბუაჩემის ალბომშია გამოკრული,დაცვის ცენტრში ფასიო უნდა ყოფილიყო ოტამენდისთან ერთად. მე ვხდები,რაც არგენტინის ნაკრებს სჭირდება და ისენი რატომ ვერ ხვდებიან? აააა, გმახსენდა,რომ მესის კანტორააა არგენტინა. კრაკიტიჩი და შმოდრიჩი შეუდარებლებია არიან და ხორვატია არის გუნდი,რომელიც ყველას პრობლემას შეუქმნის,ამას არაერთხელ ვნახავთ ამ მუნდიალზე. დღეს ყველანი ისლანიელები ვართ და იმედი მაქვს არგენტინა ჯგუფში ჩარჩება,რადგან კანტორების ადგილი ფეხბურთში არაა. პორტუგალიაც ვერ წავა შორს და მსოფლიო ფეხბურთი უფრო კარგი იყო მესის და რონალდუს გარეშე. მესის 4 ოქროს ბურთი და რონალდუს 5. ამ დროს ინიესტა ოქროს ბურთის გარეშე ან თუნდაც ლუკა მოდრიჩი. არადა ინიესტა იმ გუნდის მამოძრავებელი ძალა გახლდათ,რომელმაც 2 ჯერ ზედიზედ ევროპა და 1 მსოფლიო დადო,მოდრიჩი კი რეალში თამაშობს და თქვენვე მიხვდით.
kashialegend
22 ივნისი 2018 05:40
8
კაშია ლეგენდ,მესი და რომალდო კი ფეხბურთს აფუჭებენ?აფერუმ!ამას ხომ მოფიქრება უნდა.
სოსო
22 ივნისი 2018 12:59
0
და თამაშში მესის შეცვლა გამორიცხულია??რაღაც ჭირს,ასეტი მესი არვიცი და თან ბოლო მსოფლიოა ლოგიკურად მაგისთვის..ეგრომ რონალდოს მსგავსი მშრომელი იყოს ალბათ მესის მსგავსი ფეხბურთელი არც არასოდეს დაიბადებოდა
euhh
22 ივნისი 2018 00:13
3
არ არი მესი მარადონა. ასი წელია მას ვიძახი. არ არი. არ შეუძლია ლიდერობა, მარტოს მოგება ტურნირის. მიუხედავად მისი ვირტუოზობისა და ასე, ცალკე აღებულად ყველაზე "მაგრობისა", მე რო მწვრთნელი ვიყო, რონალდოს ვარჩევდი. ამასაც ასი წელია ვიძახი. ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ძალიან მინდოდა მოეგო ეს ჩემპიონატი, მიუხედავად იმისა რო არგენტინის მოტრფიალე არასდროს არ ვყოფილვარ. უბრალოდ იმის თქმა მინდა რო გაბერილია, არაა ეგეთი ყველაზე მაგარი. 2010 ში ეკუთვნოდა საუკეტესოობა? რა თქმა უნდა არა. ინიესტას ეკუთვნოდა/ ხავი-ინიესტა, გენიალური გვარდიოლა, აი ამ გარემოში კი, ბატონო, მაგრამ 4 მსოფლიო ითამაშა და სად რა ქნა რო? უბრალოდ მთლიანად ფეხბურთია დაკნინებული. ერთი მართლა მაგარი გუნდი არა არი, ერთი!
zuka
22 ივნისი 2018 00:58
5
ზუსტად იგივეს სჩადის ლიოვიც : ჯიუტად არ ცვლის მოსიარულე იოზილს და მიულერს, რომელიც გაურკვეველ სათამაშო ფორმაშია. ეს მესი კიდევ საშინლად იღლება ამ დაძაბული სეზონის შემდეგ და მგონი შეცვლა ნამდვილად არაა მისთვის შეურაცხყოფა
: )))))))
22 ივნისი 2018 01:12
0
გეთანხმები! მესი ფიზიკურად და მორალურად გამოფიტულია. არგენტინის ნაკრები საერთოდ გუნდი არაა! არა და მათ ცემპიონობას ვფიქრობდი. იოზილი სასწრაფოსდ სკამზე უნდა დასვან. მიულერი? მიულერი კიდევ იბრძოლებს და იტყვის თავის სიტყვას!
aburjga
22 ივნისი 2018 12:57
0
aburjga ძალიანაც მინდა ჩემო ძმაო, მაგრამ ისე არ გამოუვიდეს, იმერულ ესკიზებში ბავშვი რომ იტყვის, ჩინჩლავსო :))))) მიულერი სამწუხაროდ 2014-ის მსოფლიოს მერე დგას. არადა აფსუსია მისი ასე მოცდენა, მაგრამ როცა დადის, უნდა შეიცვალოს მესიც, მიულერიც და რონალდოც.ასეთი რეჟიმით მოთამაშე ნებისმიერი გაითიშება. საქმე კიდევ იმაშია, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგა გახდა პრიორიტეტი და არა მსოფლიო ჩემპიონატი. არ გამოდის ყველაფრის ერთად მოგება
: )))))))
22 ივნისი 2018 16:10
0
არადა ყველაფერი უფრო მარტივადაა უბრალოდ უნდა თქვა რაც მოხდა და რა მოხდა ყველამ ნახა ვისაც ამის სურვილი ქონდა მოდრიჩმა და კომპანიამ გახიეს მესი და მისი არგენტინა.მეტი არაფელი.
ზაზა
22 ივნისი 2018 11:20
0
საბოლოოდ დავრწმუნდებით ამ ჩემპიონტზე თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთსო ფეხბურთელი! :))) წარმომიდგენია რა ამბავი ატყდებოდა რონალდოს რომ ყოფილიყო იმ სიტუაციაში როგორშიც ეხლა მესია, განსაკუთრებით ამ საიტზე რამხელა ზიზღი და კრიტიკა ისმის ხოლმე რონალდოზე, ხოლო რონალდოს წარმატებებზე ჩუმად ხართ. ფაქტი ისაა რომ არგენტინის წარუმატებლობა 100%-ით მესის ბრალია!!! მესის ქონდა შანსი მოეგო ისლანდიასთან და გუშინ უკვე სულ სხვა არგენტინა იქენბოდა ხორვატიასთან, გუნდის ლიდერმა გააცუდა გადამწყვეტი პენალი ისლანდიასთან, შემდეგ კი ხორვატიასთან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჩააგდო მთლიანად გუნდი მესიმ. მესი არაა ლიდერი, მას მარტო შეუძლია ბარსას სისტემაში თამაში, აიი რონალდუ არის ნამდვილი ლიდერი შრომისმოყვარე, რომელიც სამი სხვადასხვა სტილის გუნდში იყო და არის ლიდერი" მანჩესტერი რეალი და პორტუგალია!!!
Roni
22 ივნისი 2018 11:51
4
ასე ხშირად და ასეთი შემართებით ქართველ ფეხბურთელებზე და ქართველ ვითომ მწვრთნელებზე რო ილაპარაკოთ ალბათ ჩვენც რაღაც გვეშველებიდა
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
22 ივნისი 2018 12:46
0
მაურიციო პოჩეტინო და დიეგო სიმეონე რომ გეყოლება ქვეყანას და სამპაულის დააყენებ ნაკრების მწვრთნელად აბა რას უნდა ელოდე?
laguna
22 ივნისი 2018 11:23
0
გუშინ საბოლოოდ დამთავრდა მესის პელესთან, მარადონასთან და ზიდანთან შედარების მცდელობები. ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ... მესი კი ვერა.
tngh
22 ივნისი 2018 14:00
1
ვერ ან არ გინდათ გაიგოთ რომ სამპაული კი არა "უცხოპლანეტელი" მესია ყველაფერში დამნაშავე რომელიც ფაქტიური უფროსია,აშანტაჟებს არგენტინელებს და წასვლით იმუქრება თუ მის ჭკუაზე არ გაივლიან.იგივე ხდება ბარსაშიც სადაც ხელფასი უაზრო რაოდენობაზე გაეზარდა მაგრამ მთავარ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე სამი წელია მეოთხედ ფინალს ვერ გაცდა.
სამარცხვინო პატარა კაცი
22 ივნისი 2018 11:02
6
სტერეოტიპიბი იმსხვრევა, ფავორიტები ვერ, ან არ თამაშობენ! ალბათ, გადაღლის ბრალიცაა! თანაც ეტყობა ფინანსური დაინტერესებაც უკვე აღარ აქვთ. სამწუხაროდ, ფეხბურთი დიდი ხანია ბიზნესია!
მერაბი
22 ივნისი 2018 09:53
0

სიახლეები პოპულარული