სამპაოლი განავალია - პრესამ სიმეონესა და ბურგოსის შორის პირადი საუბარი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
არგენტინულმა პოპულარულმა გამოცემა Ole-მ მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონესა და მისი ასისტენტის, ხერმან ბურგოსის საუბრის აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც WhatsApp-ში შედგა.

"ჩოლო" არგენტინის ნაკრების შესახებ საუბრობს და კრიტიკას არ იშურებს.

"რაც ხორვატიასთან მატჩში ვნახეთ, უცხო არაა და ბოლო 4 წელია სწორედ ამას ვუყურებთ. ეს სრული ანარქიაა!

მოედანზე დამარცხებულ გუნდს ვხედავთ. მათ თამაში ისე უნდა დაეწყოთ, როგორც ისლანდიასთან.

ვიმედოვნებ, ნიგერია ისლანდიას დაამარცხებს და შემდეგ ჩვენ მოვუგებთ ნიგერიას.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები გასახდელში ალბათ ერთმანეთს ურტყამენ. მეკარემ მსგავსი შეცდომა ადრე გერმანიასა და იტალიასთან
მატჩებშიც დაუშვა. იქ გოლები არ გაგვიშვია, რაც სამწუხაროა, რადგან ყველა მიხვდებოდა, რომ ასეთი რამ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზეც მომხდარიყო.

ყველამ ვიცით, რომ მოედანზე მთავარნი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არგენტინის შემთხვევაში ისინი საქმის არა 90%-ს, არამედ 60%-ს აკეთებენ.

ცუდია, როდესაც საქმეს მწვრთნელები ვურევთ. ხორხე სამპაოლი განავალია, ეს კი იმაზე საშინელებაა, ვიდრე განავალი ფეხბურთელები გყავდეს.

მესი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ის მაგარი იმიტომაა, რომ გვერდით შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს", - ამბობს სიმეონე.

altმუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრები შოკშია - ხორვატიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება [VIDEO]

altარგენტინელი ჟურნალისტი: მესი ნაკრებიდან უნდა წავიდეს, რადგან მის გამო უგულო ნაკრები მივიღეთ

altმესიმ სასწაული უნდა მოახდინოს - რას წერს მსოფლიოს წამყვანი სპორტული პრესა არგენტინის მარცხზე

altფურთხი, ცრემლები, გინება - არგენტინის ნაკრების ტრაგედია სურათებში [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული