არგენტინის ნაკრებში ამბოხი "ჩაახშეს", აგუერო დასაჯეს, კარში დებიუტანტი არმანი ჩადგება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, კლაუდიო ტაპიას მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის გადაყენება სთხოვეს, მაგრამ მან უარი უთხრა.

ტაპიამ განაცხადა, რომ სამპაოლის კონტრაქტი 2022 წლის სექტემბრამდე აქვს გაფორმებული და თანაც, ნიგერიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ ვერ მოხსნიან. მან ჟურნალისტებს მხოლოდ ეს უთხრა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა.

მოკლედ, ამბოხი არ შედგა და თავდამსხმელ სერხიო აგუეროს, რომელმაც სამპაოლიზე თქვა, რაც უნდა ის ილაპარაკოსო, სამშაბათს არ ათამაშებენ.

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს


შემადგენლობას სამპაოლი დააყენებს და ცნობილი გახდა, რომ
კარში ვილი კაბალიეროს ნაცვლად ფრანკო არმანის ჩააყენებს. ცნობისათვის, 31 წლის არმანის ნაკრებში არასოდეს არ უთამაშია.

გუნდის ლიდერი ლეო მესი გუშინ 31 წლის გახდა და მშვენიერ ხასიათზე იყო. მან თქვა, რომ ისე არ უნდა პენსიაზე გავიდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არ გახდეს, მომავალი მუნდიალისას 35 წლის იქნება, მაშინ უფრო ძნელი იქნება ოცნების ასრულება და მათ გამარჯვებას მილიონობით თანამემამულე ელის.

არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს სანკტ პეტერბურგში ჩატარდება.

Sportall.Ge

altარგენტინელი მწვრთნელი: ლეო მესიმ შვიდი მწვრთნელი "მოინელა", ნაკრებიდან გასაგდებია

altტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს

altლეო მესის ფანი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
საშინელი გუნდი დადგა და ამიტომაც დაამთავრა სავალალოდ! მესამე ჩემპიონატია სადაც მსოფლიო დონის ფეხბურთელი მესი,სრული არარაობაა! წინა მსოფლიოზე ნომერ პირველ ფეხბურთელად აღიარებით დამტკიცდა,რომ ტოტალიზატორი წყვეტს ყველაფერს!რას უნდა მიეწეროს მესის 10% თამაში?იყო კი ის ღირსი ნაკრებში თამაშის?ხომ არ გაუფუჭა ადგილი სხვას თავისი უღიმღამო თამაშით?ვისაც გიყვართ მესი და ამბობთ პირველი ფეხბურთელიაო,გეთანხმებით,მაგრამ არა ნაკრებში და ეს დაამტკიცა სამი მსოფლიო ჩემპიონატით,სიმართლე აღიარეთ!ამ უბედურ მწვრთნელს კი სამუდამოდ შეიძულებენ. მე კი რატომღაც მგონია,რომ ლგბტ პიროვნებაა,მანერები აქვს ასეთი!
damrtymeli
13:29 01-07-2018
0
ქვეყანას დიეგო სიმეონე გყავდეს და მწვრთნელის პრობლემა ასე მწვავედ გაწუხებდეს, ამისთანა მხოლოდ ჩვენთან მახსენდება, ცხონებული ფარსადანოვიჩი რომ ფედერაციაში გაამწესეს და არც ნაკრებისთვის და არც ქვეყნის უპირველესი გუნდისთვის ხეირიანი მწვრთნელი რომ არ გამოიძებნა... არგენტინელებს კი უამრავი კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავთ მთელს მსოფლიოში მიმოფანტული და თავისთვის ყველაზე რეგვენს იტოვებენ ხოლმე... ერთხელ დიდ დიეგოსაც კი გაუხაზირეს მწვრთნელობა - ამაზე არასერიოზული მიდგომა უბრალოდ წარმოუდგენელია... მარადონამ თავადვე აღიარა - ვისთვის რა უნდა მესწავლებინა, ყველას ვუთხარი - რაც იცით, ის ითამაშეთო... აემ სამპაოლიმაც, ალბათ, დიეგოს ტაქტიკა იხმარა და შესაძლოა, განავრცო კიდეც - თუ ეგრე არაფერი გამოვიდა, მაშინ რაც არ იცით, ის ითამაშეთო და სავარაუდოდ, ეს უფრო დაუჯდათ ჭკუაში მის შეგირდებს... შედეგად, ჩვენი "გენიოსა" კომენტატორებისთვისაც კი პირველივე წუთებიდანვე ნათელი შეიქნა, რომ არგენტინელების ტაქტიკა (ანუ, ტაქტიკის არქონა) განწირული იყო ხორვატიელებთან და ძალიან გამიკვირდება, ნიგერიელების დამარცხება რომ შესძლონ, რომლებიც თავის მხრივ იმაზე სუსტად გამოიყურებიან, ვიდრე ოდესმე...
მსქროლავი ტროლი
15:46 25-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული