მუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლეი-იოფში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში D ჯგუფში არგენტინამ უდაძაბულეს მატჩში 2:1 დაამარცხა ნიგერია და მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ყველაზე ასაკოვანი გუნდი გაიყვანა მოედანზე - მისი საშუალო ასაკი 30 წელი და 189 დღეა. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ალბისელესტეს ასეთი ხანდაზმული გუნდი არასოდეს არ ჰყოლია. საინფორმაციო საშუალებების გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამპაოლი კარში არმანის ჩააყენებდა და აგუეროს, რომელთანაც კონფლიქტი აქვს, სათადარიგოთა სკამზე დატოვებდა, სიმართლე გამოდგა.

სამხრეთამერიკელებმა ზურგის მოშიშვლების შიშით თავიდანვე დიდი ძალებით არ შეუტიეს, მშვიდად დაიწყეს უზოჰოს კარზე
იერიშების მიიტანა და მე-14 წუთზე ბანეგას გრძელი პასით მესი მიიღო, ომერუოს გაექცა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ არგენტინამ პრესინგს მიმართა, მეტოქეს აქტიური მოქმედების საშუალება არ მისცა და 27-ე წუთზე მესიმ მეკარეს პირისპირ იგუაინი შეჰყარა, მაგრამ მან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 34-ე წუთზე კი მესის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მსაჯმა არდასანიშნი პენალტი დანიშნა არგენტინელთა კარში და მოზესმა ანგარიში გაათანაბრა. შედეგად, თამაშიც გათანაბრდა. არგენტინა შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა, სამპაოლიმ პასიური პერესის ნაცვლად მოედანზე პავონი შეუშვა. 76-ე წუთზე კი როხოს საჯარიმოდან ბურთის გამოტანისას ბურთი ხელზე მოხვდა და ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ვერ დანიშნა.

მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, არგენტინა გავარდნის პირას იმყოფებოდა და 86-ე წუთზე როხომ მერკადოს პასით გამარჯვების გოლი


გაიტანა. D ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. "კრესტოვსკი". 64 468 მაყურებელი
ნიგერია - არგენტინა 1:2
გოლები: 0:1 მესი (14), 1:1 მოზესი (50, პენ), 1:2 როხო (86)

ნიგერია : უზოჰო, ბალოგუნი, ეკონგი, ომერუო, მოზესი, ეტებო, ობი მიკელი, ნდიდი, იდოვუ, მუსა, იჰენაჩო (იგალო 46)

არგენტინა : არმანი, მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო (აგუერო 80), პერესი (პავონი 60), მასკერანო, ბილია, დი მარია (მესა 72), მესი, იგუაინი

ხორვატების მწვრთნელმა დალიჩმა არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ძირითადი შემადგენლობის რიგ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემდა და მოდრიჩისა და პერიშიჩის გარდა ყველა გამოცვალა.

პირველი ტაიმი კუნძულელების უპირატესობით წარიმართა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და ხან მეკარე კალინიჩი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბადელი გააქტიურდა, მან ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, მერე კი საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა. 76-ე წუთზე კი ლოვრენმა პენალტი აიკიდა და სიგურდსონმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ პერიშიჩმა გამარჯვება ხორვატიას მოუპოვა.


D ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. როსტოვი. 43 472 მაყურებელი
ისლანდია - ხორვატია 1:2
გოლები: 0:1 ბადელი (53), 1:1 სიგურდსონი (76, პენ), 1:2 პერიშიჩი (90)

ისლანდია : ჰალდორსონი, საევერსონი, იგნასონი, რ. სიგურდსონი (სიგუორსონი 71), მაგნუსონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი, ჯ. გუდმუნდსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი (ტრაუტარსონი 90), ფინბოგასონი (ა. გუდმუნდსონი 85)

ხორვატია : კალინიჩი, იედვაი, ჩორლუკა, კალეტა-ცარი, პივარიჩი, მოდრიჩი (ბრადარიჩი 70), ბადელი, პიაცა (ლოვრენი 70), კოვაჩიჩი (რაკიტიჩი 82), პერიშიჩი, კრამარიჩი
მკითხველის კომენტარები / 9 /
პენალტი ინიშნება იმ შემთხვევაში როცა ხელზე ბურთის შეხების შემდეგ სახიფათო მომენტის განმუხტვა ხდება, ამ შემთხვევაში კი პირიქით ნიგერიელთა ფეხბურთელს მიუვიდა ბურთი და დარტყმა განახორციელა. ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმეს იმიტომ რომ ნიგერიელის დარტყმის შემდეგ ხომ არ შეეხო ბურთი ხელზე მცველს. პირველი პენალტი კი მოგონილი იყო. ამ შემთხვევაში არგენტინამ სამართლიანად მოიგო, მაგრამ წინა ორი ცუდი თამაშიდან გამომდინარე ჯგუფიდან გასვლას ყოველთვის დააყვედრიან.
კოლინა
27 ივნისი 2018 12:30
0
ზუსტადაც, რომ უნდა დანიშნულიყო პენალი. ხელზე რომ მოხვდა მიუვიდა ბურთი, მაგრამ რომ არ მოხვედროდა დააკვირდი, პირდაპირ დასარტყმელად მისდიოდა ბურთი იგალოს. პირველიც დასანიშნი იყო, მასკერანო ძიუდოს ილეთს ატარებს მოთამაშესთან, რომელ;იც ბურთთან საერთოდ ვერ მიდის. საფრანგეთი ამ არგენტინას გადაღუნავს ღობეზე.
enter
27 ივნისი 2018 13:43
4
ასწავლეთ ამ კაცს როგორ იწერბა "პლეი-ოფი".
მდაა
27 ივნისი 2018 11:49
0
პირველ რიგში იმ ბოღმა ვითომ ფეხბურთის პროფესორ გულშემატკივრებს მივუსამძიმრებ ვისაც ჯერ იტალია ჰოლანდიის ვერგასვლა გაგეხარდათ,მერე კიდე ვისაც გერმანიის და არგენტინის ჯგუფში ჩარჩენა გინდოდათ....არგენტინის გულშემატკივრებს კი მივულოცავ და ვეტყვი: სანპაოლი და იგუაინი გაუშვით სახლში და ფინალამდეც შეიძლება მიხვიდეთ:)
gg
27 ივნისი 2018 11:36
1
ნამდვილად ამათი გასვლა ჯობდა იმ ჯორცხენა ნიგერიის გასვლას, მაგრამ ეს რომ საჩემპიონო არგენტინას არ ჰგავს, იმედია ბევრი დამეთანხმებით
: )))))))
27 ივნისი 2018 12:22
0
პატივცემულ ჟურნალისტს ისიც რომ დაეწერა სტატიაში, ვინ იყვნენ ის "საიდუმლო" კუნძულელები, ვისაც ხორვატები ეთამაშნენ, უკეთესად იქნებოდა. მე შეიძლება თამაში ნანახი არ მქონდეს და აქ შემოვიდე ამბების გასაგებად. ამიტომაც ელემენტარული ჟურნალისტური ანა-ბანაა, რომ მიმოხილვის დასაწყისშივე მიუთითო გუნდები.პატივისცემით.
დათო
27 ივნისი 2018 11:16
0
როხომ გაიყვანა არგენტინა 1/8 ფინალში? ჩუნეით ჩაქირი გახდა მატჩის გმირი და უკვე მერემდენედ. ბარდაგია მსოფლიო ფეხბურთში,თორემ არგენტინა ჯგუფში არ უნდა ჩარჩენილიყო. ზუსტად ესეთ სცენარს ვვარაუდობდი და აჰა დადგა ეს მომენტიც. რაღატო გამოყავთ ნიგერია და მისი მსგავსი გუნდები მსოფლიოზე?! ადგნენ და პირდაპირ არგენტინა და გერმანია ათამაშონ. ნიგერია რომ ხარ და არგენტინას ეთამაშები,მერე ხვდები რო გჩაგრავენ ამაზე საშინელება არაფერია. იგივე ჩემპიონთა ლიგაზე,32 გუნდიდან 26 უკვე ჯგუფში მოხვდა და დანარჩენი 100 კლუბი 6 საგზურს ითამაშებენ. რა გამოდის,რომ პატარა კლუბებს საშუალებას არ აძლევენ განვითარდნენ. ქართულ კლუბებს შანსი საერთოდ არ აქვთ მოხვდნენ ასეთ ტურნირებზე,რადგან ჩემპიონთა ლიგა ქვია ტურნირს და ბევრი ისეთი გუნდი თამაშობს,რომელსაც არაფერი აქვთ მოგებული. ჩემპიონი გუნდები კი მის მიღმა რჩებიან და ლაიფციგი გადის ჯგუფირ ეტაპზე,რადგან გერმანიიდან 4 გუნდი პირდაპირ ხვდება ჯგუფში. ჩემპიონ გუნდს ეტაპების გადალახვა სჭირდება,რომ ჩეპიონთა ლიგაზე მოხვდნენ. ჩემპიონთა ლიგა კი არ უნდა ერქვას ამ ტურნირს,არამედ ფულიანთა ლიგა. მოფლიოსაც უნდა გადარქვან სახელი და უწოდონ ბარდაგი. მესის ფანები ნუ აფორიაქდით,ჯგუფიდან გასვლა წარმატება არაა და მიწაზე დაეშივით,რადგან მესი ვერ მოიგებს მსოფლიოს
ბარსელონა ანუ ერთი ფებურთელის კანტორა
27 ივნისი 2018 06:58
27
რა სისულელეებს წერ აზრზე თუ ხარ? შენ ჩემპიონს და მალტის და მოლოდვის და ასე შემდეგ ჩემპიონებს დაიჭრს ეგ ლაიფციგი და დაახევს ბურთს თავზე. ზუსტადაც ჩემპიონთა ლიგა ქვია ტურნირს და არა საბრალოთა თავშესაფარი. ნიგერიას რაც შეეხება მსაჯთან სასაყვედურო არაფერი აქვს ნამდვილად. ეგ პენალტიც ნაჩუქარი იყო, დიმარია რომ წააქციეს მანდ თავისუფლად შეიძლებოდა წითელი ბარათის ჩვენება, გარდა ამისა საჯარიმოში შეჭრილი დიმარია რომ წააქციეს, როცა პოზიციურად უკვე ჯობდა მცველს და ტანი ჩაყენებული ქონდა, ეგ მლიონჯერ მეტად იყო პენალტი ვიდრე მასკერანოზე. ასე რომ ნიგერიის დაჩაგვრაზე არ გინდა საუბარი
fraternity
27 ივნისი 2018 10:12
0
სად ხარტ მესის კრიტიკოსებო და პენალდოს დამცველებო?
liverpuli barselonas supermarketi.
27 ივნისი 2018 02:34
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული