მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა იაპონიას 0:2-დან შემოუტრიალა თამაში და 3:2 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი ბელგიელების უპირატესობით კი მიმდინარეობდა, მაგრამ იაპონელები ორგანიზებულად იცავდნენ თავს და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ.
შესვენების შემდეგ ჰარაგუჩიმ ვერტონგენის შეცდომით ისარგებლა, კურტუასთან მახვილი კუთხიდან პირისპირ გავიდა და ამ უკანასკნელმა თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა. მერე ედენ აზარმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კონტრშეტევაზე კი ინუიმ ანგარიში 0:2 გახადა და რობერტო მარტინესის გუნდი თითქოს კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. უკანასკნელად ამ ტურნირის პლეი-ოფში 2-ბურთიანი ფორის ამოქაჩვა 48 წლის წინ გერმანიამ ინგლისთან მოახერხა.
მარტინესმა უმალ ცვლილებები განახორციელა, კარასკოს და მერტენსის ნაცვლად შეცვლაზე შადლი და ფელაინი შეუშვა და თამაშის სურათიც შეიცვალა.
69-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ვერტონგენმა თავით დაარტყა თუ კარისკენ ჩააწოდა ბურთი, მეკარე კავაშიმამ შეცდომა დაუშვა და 1:2, ხოლო 74-ე წუთზე ედენ აზარის გადაცემით, თავურით ფელაინიმ ანგარიში გაათანაბრა.
86-ე წუთზე კავაშიმამ ახლო მანძილიდან შადლისა და ლუკაკუს თავით დარტყმული ბურთები მოიგერია და როდესაც ყველას ეგონა დამატებითი დრო დაინიშნებოდა, შადლიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ორშაბათი. 2 ივლისი. როსტოვი. 41 466 მაყურებელი
ბელგია - იაპონია 3:2
გოლები: 0:1 ჰარაგუჩი (47), 0:2 ინუი (52), 69 ვერტონგენი (69), 2:2 ფელაინი (74), 3:2 შადლი (90+4)
ბელგია: კურტუა, მენიე, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, კარასკო (შადლი 66), ვიტსელი, დე ბრუინე, მერტენსი (ფელაინი 66), ლუკაკუ, აზარი
იაპონია: კავაშიმა, საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო, შიბასაკი (იამაგუჩი 81), ჰასებე, ჰარაგუჩი (ჰონდა 81), კაგავა, ინუი, ოსაკო
23:56 02-07-2018
მუნდიალი 2018: ბელგიამ იაპონიას საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შემეცოდა იაპონია, მაგრად ითამაშა, თუმცა ბელგიამ მაგრად შემოატრიალა თამაში, რაც მწვრთნელის სწორმა ტაქტიკამ და შეცვლაზე შემოყვანილმა ფეხბურთელებმა განაპირობა.
13
2
იაპონიამ პოლონეთთან რაც ითამაშა,მაგის მერე მარტინესი კი არა თვითონ იაპონელებიც არ ელოდნენ,რომ ასე ითამაშებდნენ. ბელგია ისევ ძლიერი გუნდია,როგორც აქამდე იყო. იმედი მაქვს ფინალში ვიხილავ ამ გუნდს და თუ მოიგებენ ხომ კარგი. ბრაზილიასაც აქვს ხარვეზები და მექსიკამ ვერ დასაჯა უბრალოდ. ბელგიას ისეთ შემადგენლობა ყავს,რომ შემადგენლობის ლავირების დიდი არჩევანი აქვს. მარტინესი სჯობია ტიტეს,რადგან შეცდომების აღიარება უყვარს. არც კი დაპანიკებულა და ისეთი ცვლილებები გააკეთა,რომ არც უფიქრია,რო მერტენსი იყო ან კარასკო ისე შეცვალა. ტიტე იგივე სიტუაციაში არ შეცვლიდა არც ჟეზუზს და არც ვილიანს,რადგან მათ დედებთან გულაობს,უფრო ჟეზუზის დედასთან.4 თამაში ითამაშა ჟეზუზმა და ჯამში 330 წუთი,არაფერი გაუკეთებია ღირებული,მაშინ როცა ფირმინომ 3 თამაშში 35 წუთი მიიღო.გუშინ ზუსტად 3 წუთი დასჭირდა გოლის შესაგდებად. ვერავინ მეტყვის,რო ჟეზუზი ფირმინოს სჯობია,მაგრამ არ აფასებენ ამ კაცს. ყველა სალაჰს გაჰყვირის,მაგრამ ფირმინო უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ლივერპულისთვის. მარტინესი კი სჯობია ტიტეს,ამათ ნეიმარი ჰყავთ,ხოლო იმათ აზარი,ამათ კოუტინიო ყავთ,ამათ პრემიერლიგის საუკეთესო მეპასე დებრუინი. ჟეზუზს და ლუკაკუს არც შევადარებ.გაგახსენებთ,რომ ეს ის მარტინესია,რომელმაც მიყოლებით ლივერპული,არსენალი და მანჩესტერი დაამარცხა და უიგანი ლიგაში დატოვა.ნახევარფინალურ წყვილებსაც გეტყვით: ბელგია-საფრანგეთი და ხორვატია-ინგლისი,ხოლო ფინალი ხორვატია-ბელგია. სულ გერმანია,სულ ბრაზილია,არგენტინა,იტალია და დავიღალე. მინდა სხვა ქვეყანამაც მოიგოს მსოფლიო და ამ ჩემპიონატზე ბელგიას ყველაზე კარგი შანსი აქვს
12
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული