პირველ ტაიმში გუნდები ზედმეტად ფრთხილობდნენ, თუმცა რამოდენიმე მომენტი კი შექმნეს. მეორე ტაიმში ფორსბერგმა შორიდან აკანჯისგან რიკოშეტით გაიტანა გოლი. შვეიცარიელების მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა უმალ შეცვლებით სცადა შეტევის გაძლიერება და თამაშიც გაამწვავა. თუმცა, საპასუხო გოლის გატანა შვეიცარიამ ვერ მოახერხა და მეოთხედფინალში "ტრე კრუნური" გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე ოლსონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ლანგმა წააქცია, მსაჯმა კი ის გააძევა და პენალტი არ დანიშნა.
ვიკტორ კლასონი: თუ ჰოკეიში მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი, ფეხბურთში რატომ არ უნდა მოვიგოთ?
სამშაბათი. 3 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. "კრესტოვსკი" 64 064 მაყურებელი
შვედეთი - შვეიცარია 1:0
გოლი: 1:0 ფორსბერგი (67)
გაძევება: ლანგი (90+3)
შვედეთი: ოლსენი, ლუსტიგი (კრაფტი 81), ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, კლასონი, სვენსონი, ეკდალი, ფორსბერგი (ოლსონი 81), ტოივონენი, ბერგი (ტელინი 90)
შვეიცარია: სომერი, ლანგი, ჯურუ, აკანჯი, როდრიგესი, ბეჰრამი, ჯაკა, შაქირი, ჯემაილი (სეფეროვიჩი 73), ცუბერი (ემბოლო 73), დრმიჩი