![](https://sportall.ge/pictures/image5/eed72f85707aefb16ef9a992955697a9.jpg)
ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა საიტმა WhoScored-მა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: იგორ აკინფეევი (რუსეთი)
მცველები: ილია კუტეპოვი (რუსეთი), ბენჟამინ პავარი (საფრანგეთი), იერი მინა (კოლუმბია), რაფაელ გერეირო (პორტუგალია)
ნახევარმცველები: კილიან მბაპე (საფრანგეთი), ივან რაკიტიჩი (ხორვატია), კაზემირო (ბრაზილია), ნეიმარი (ბრაზილია)
თავდამსხმელები: ედენ აზარი (ბელგია), ედინსონ კავანი (ურუგვაი)
როგორც ხედავთ, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოსთვის ადგილი არ მოიძებნა.
მერვედფინალური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად კი საიტმა კილიან მბაპე დაასახელა.
![მუნდიალი 2018: მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი Sportall.Ge](/images/new_photo/2018/JUL1-16/03/mbape-346346.png)