მუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა.

მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები
დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი.

პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა, ხორვატია უტევდა, რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობდა. 56-ე წუთზე პერიშიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, არადა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო. ვერ შეძლო ზლატკო დალიჩის გუნდმა გოლის გატანა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

altგაღიზიანებულმა ჩერჩესოვმა ნამატჩევს ჟურნალისტს შეუტია

ვულოცავთ გამარჯვებას ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრებს და ვუსამძიმრებთ რუსეთის ნაკრების ქომაგებს, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად საქართველოში მრავლად ყოფილან...


შაბათი. 7 ივნისი. სოჭი. "ფიშტი". 44 287 მაყურებელი
რუსეთი - ხორვატია 1:1 (დ.დ. 2:2, პენ. 3:4 )
გოლები: 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდესი (115)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი (ძაგოევი 103), ჩერიშევი (სმოლოვი 67), სამედოვი (ერიოხინი 54), ძიუბა (გაზინსკი 79)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო (ჩორლუკა 96), სტრინიჩი (პივარიჩი 74), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (ბროზოვიჩი 63), კრამარიჩი (კოვაჩიჩი 89), მანძუკიჩი, რებიჩი
მკითხველის კომენტარები / 51 /
ოჰო ! რამდენი გამოჩნდა რუსეთის ნაკრების გამოძევებით გულდაწყვეტილი ! დავიჯერო შესარჩევშიც ასე გულმხურვალედ გულშემატკივრობთ ?
:)))
08 ივლისი 2018 01:59
23
ძია ვოვას სახე მინდოდა დამენახა რაკიტიჩის პენლის მერე ყველზე მეტად. მაგ ხუი*ლოსი. ეგ ქამშოტა ეგა.
პუწინსშაუდეს
08 ივლისი 2018 01:47
16
ვინც რუსეთს გულშემატკივრობდა,თავმოყვარეობა არა გაქვთ?ან ღირსება?
დარეჯანი
08 ივლისი 2018 01:45
21
ძალიან გეშლებათ თუ გგონიათ რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ მოქმედებს სპორტში... რამდენი ხნის წინ ქონდათ ცუდი ურთიერთობა ინგილსსა და საფრანგეთს მაგრამ თუ ფინალში გავიდნენ წარმომიდგენია რა მოხდება(არა მარტო ეს ორი ქვეყანა მაგალითები არ გამომელევა)... ასე რომ ძალიან ცდებით ვინც კომენტატორებს უსწორებთ სიტყვებს და ეუბნებით თუ როგორ არ უნდა შეგვახსენონ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა! საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია და სწორედ საზოგადოების აზრს უნდა აჟღერებდეს ეს არხი!
არა
08 ივლისი 2018 01:43
12
ქართულ ფეხბურთს ყველაფერი კარგი რუსეთმა მისცა....ჩვენ რა გვეშველება თორე რუსეთმა ღირსეულათ და კარგადმაინც ეთამაშა.....უბრალოდ ნახეთ როგორ თამაშობს ტუსეთი ესაა ფეხბურთი არანაირი ავტობუსი ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი...ქართული დღევანდელი მაჯლაჯუნა ფეხბურთი ახლოსაც ვერ მივა
ქაჯობა
08 ივლისი 2018 01:39
59
დებილი ხარ დაბადებიდან, მედიცინა უძლურია, პუტიასთან ჩახუტებაც ვერ გიშველის...:)
nika
08 ივლისი 2018 11:36
8
რანაირად ფიქრობ ვერ ვხდები რა მოგვცა რუსეთმა რა? ის 70 წელი დამოუკიდებელი რომ ვყოფილიყავით ეხლა იცი სად ვიქნებოდით? ბელგიაზე და ჰოლანდიაზე ნაკლები არც ქვეყანა გვექნებოდა და არც ფეხბურთი. ვიღაც იტყვის ეხლა ხომ ვართ დამოუკიდებელიო, მაგრამ არა ჩვენ ოკუპირებული და ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. რუსებმა ფეხბურთში ის მოგვცეს რომ არა პატიოსანი ხერხებით და გარიგებლი თამაშები გვასწავლეს, მოახერხეს და დინამო მხოლოდ 2ჯერ იყო ჩემპიონი, მუშა მესხი და დავით ყიფიანი მსოფლიო ჩემპიონატებზე არ ათამაშეს, ნეტა ვინ ყავდათ იმ დროს უკეთესი
irakli81
08 ივლისი 2018 02:16
14
ძალადობას თუ შეიცავს არ დავდებთ კომენტარსო და მაშინ . ყველა რუსი ფეხბურთელის ცოლებს შევუვარდი წელში მე . გილოცავთ საყვარლებო თქვენი გუნდის გამობუნძულებას ჩემპიონატიდან. ჩერჩესოვის სურათები ჩამოკიდეთ თქვენ საძინებლებში ჩემო ლამაზებოოოოო...
zuu
08 ივლისი 2018 01:27
22
აქ ორი კომენტარია გამოქვეყნებული, გაოცდები კაცი. ან გონება ჩლუნგები არიან და ან კიდევ ფასიანი პროვოკატორები, რომლებიც მავანთა დავალებით, შურისა და ზიზღის ჩათესვას ცდილობენ! ესენი ხომ ზიზღის და სიცრუის გავრცელების დიდოსტატები არიან. პროვოკატორები არიან, მაშინ ძია დაუფასებთ ამაგს.
shoda
08 ივლისი 2018 01:23
6
რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ სპორტული კუთხით რუსეთის ნაკრებზე, მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ძლიერ გუნდს გულშემატკივრობს. არ მესმის ან რას თამაშობს ასეთს მოსაწონს ეს გუნდი, ან რატომ იმსახურებს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ? ასეთ ხალხს მუდამ არგუმენტი ჩვენი ნაკრების თამაში აქვს, რაც რეალურად არ მოსჩანს.
: )))))))
08 ივლისი 2018 01:23
12
რუსეთს ოცნებებში ჩაეკუ..... :))) ვინ დაასრულებბს?
ხორვატებო კარგი იყო, მაგრამ ისე უკეთაც შეიძლებოდა.
irakli81
08 ივლისი 2018 01:05
17
ყველა რუსეთის ნაკრების გულშემატკივარს, ყველა რუსეთის ტროლს გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას, არ მოგკლებოდეთ მომავალშიც წაგებები უფრო ადრეულ ეტაპებზეც )))))
megre
08 ივლისი 2018 01:02
20
შენ გაიხარე. ძაან ბევრი რუსეთუმე დაგვრჩა ჯერ კიდევ ქვეყანაში...საუბედუროდ. იმედია მალევე გადაშენდებიან
თემო
08 ივლისი 2018 01:13
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული