მუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა.

მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები
დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი.

პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა, ხორვატია უტევდა, რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობდა. 56-ე წუთზე პერიშიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, არადა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო. ვერ შეძლო ზლატკო დალიჩის გუნდმა გოლის გატანა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

altგაღიზიანებულმა ჩერჩესოვმა ნამატჩევს ჟურნალისტს შეუტია

ვულოცავთ გამარჯვებას ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრებს და ვუსამძიმრებთ რუსეთის ნაკრების ქომაგებს, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად საქართველოში მრავლად ყოფილან...


შაბათი. 7 ივნისი. სოჭი. "ფიშტი". 44 287 მაყურებელი
რუსეთი - ხორვატია 1:1 (დ.დ. 2:2, პენ. 3:4 )
გოლები: 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდესი (115)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი (ძაგოევი 103), ჩერიშევი (სმოლოვი 67), სამედოვი (ერიოხინი 54), ძიუბა (გაზინსკი 79)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო (ჩორლუკა 96), სტრინიჩი (პივარიჩი 74), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (ბროზოვიჩი 63), კრამარიჩი (კოვაჩიჩი 89), მანძუკიჩი, რებიჩი
მკითხველის კომენტარები / 51 /
ხორვატებმა ხო იფრინეს რა... დაწყევლეთ რუსეთიო კომენტატორმა რო მოგვიწოდა ეგ რა ფენომენი იყო... მტერს კომენტარებით კი არ უნდა აგებინო პასუხი არამედ საქმით, მაგრამ მაგას ერთი ადგილი უნდა რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს და ვცდილობთ ასე მოვიფხანოთ გული...
Musenbezi
08 ივლისი 2018 10:06
11
თუ არ გვაქვს ერთი ადგილი მაშინ ეგრე უნდა მოვიქცეთ, ეგეც ბრძოლის ერთერთი მეთოდია.
aba ra gegona
08 ივლისი 2018 19:42
0
მე ვარ ხორვატი!
ზაზა
08 ივლისი 2018 10:00
15
არავინ არ თქვას კომენტატორებზე ეს რა სალაპრაკოა რომ რუსეთი ოკუპანტია , დიახაც რუსეთი ოკუპანტია და ნახევარი საქართველო ოკუპირებული აქვს, ვინც რუსეთს გულშემატკივრობდა რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო მართლა გულით მეცოდება, რუსეთს როგორ უნდა უგულშემატკივრო ქვეყანა რომელიც ყველა ჩვენთაგანს სახლში შემოგვივარდა და აგვაწიოკა, მე თვითონ ვარ ცხინვალის ომის მონაწილე და სულით ხორცამდე მძულს ეს რუსეთი და მათი დამქაშები. ვინც საქართველოს უღალატებს და გაყიდის უფალი დასჯის, ჯიქიას მაგალითი აიღეთ ბიჭს ოცნება ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის მაგრამ მას დაავაიწყდა რომ სამშობლო გაყიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერასდროს ვერ ითამაშებს. მიყვარხარ საქართველო და შენ სიყვარულში მოვკვდები
ზიზუ
08 ივლისი 2018 09:44
20
ეჰჰ რუსებმა მისი მაინც გაინაღდეს მსოფლიო მიიღეს მეოთხედფინალში ითამაშეს რაც უნდოდათ იმის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიეს მეც ბოღმა მახრჩობს მარა რა გინდა რო ქნა ხორვატიის პრეზიდენტი მედვედვს ეხუტებოდა მოკლედ რაც უნდოდათ ის გააკეთეს ჩვენ ჩევენი ვიჯავროთ ეხლა ევროტურნირები ახლოვდება.
soso
08 ივლისი 2018 08:38
2
რა კომენტარი უნდა დადო რუსეთის ფეხბურთი არ გაიშვა და მერე აქ კომენტარებს ვკითხულობ კიდე უარესი რუსების თამაშზე კომენტარი როგორ უნდა აკეთო მე იმას ვისურვებდი ჩვენები მენახა მსოფლიოზე მეოთხედფინალური ეტაპი კი ხო საერთოდ ისე ხორვატებს ამ თამაშით ინგლისთან შანსი ნული.
samana
08 ივლისი 2018 08:33
4
რაკიტიჩმა შიგ კრემლში გასთხარა, მაგარი იყო
frate
08 ივლისი 2018 06:37
14
მადლობა ხორვატებს,რომ მანახეს რუსების გამწარებული სახეები.ასე ჩაეფუშებათ სსრკ დაბრუნებაზე ოცნება ამ ოკუპანტებს. კგბ აგენტურამ აქაც შემოაღწია და როგორ არ გაუხარდათ ერთმორწმუნე ქვეყნის გამოვარდნა. ვაი და ვუი მას,ვისაც ვერ გაურჩევია კარგი და ცუდი. გაუნათლებელი რომ არის ქვეყანაში მრავალნი,ამას ვგულისხმობ ხოლმე. GOAL.GEზე სტატიაც კი მიუძღვნეს ლევან ღუდუშაურის და გია თვალაბეიშვილის გამონათქვამებს და ჰოი საოცრება უარყოფითად აფასებენ მათ ასეთ საქციელს. ჯერ რატო გვასმენიებენ ოკუპანტების ჰიმნს მთელი ერთი თვე და მერე კომენტატორებს ხომ ცუდი პონტი აქვთ,რადგან მათ ოკუპანტების თამაშის წაყვანა უწევთ. აქ ობიექტურობა არ გამო,გენაცვალეთ გია და ლევან,თქვენ თუ შეახსენებთ ქართველებს,რომ რუსები ოკუპანტები არიან და ეს ქვეყანა მხილებულია ქართველების გენოციდში. რას დაობთ,რას შუხურობთ ან რისთვის კგბეშნიკო ქართველებო?!
სხვათა თუთაშხია
08 ივლისი 2018 05:52
19
ვაი გულშემატკივრებს!
ჯერ იყო და ესპანეთთან მოგების შემდეგ გაიძახოდით ვოვას აქვს ნაყიდიო ჩემპიონატიო, სუსტი ჯგუფი შეურჩიესო სპეციალურად. მსაჯები ეხმარებიანო! კიდევ ათასგვარ სისულელეს ამბობდით. ახლა სიხარულით ცას ეწევით. პირადად მე ბრაზილიის ნაკრების მარცხმა დამწყვიტა გული, მაგრამ ამ ჩემპიონატზე ვინც თავისი მაქსიმუმი გამოავლინა ეს იყო სწორედ რუსეთის ნაკრები. ყველა ნაკრებზე ღირსეულად ითამაშეს. ასევე ღირსეულად წააგეს. მთელი თამაშის მანძილზე ერთი ყვითელი ბარათი არ მიუღია არავის! ვინატრებდი საქართველოს ნაკრებსაც ესე მონდომებით ეთამაშოს, თუმცა არ მგონია საქართველოში ფეხბურთი გამოცოცხლდეს მინიმუმ 10-15 წელი!
დავით 67
08 ივლისი 2018 04:04
37
ყველაზე დიდი ჩაწყობა რუსეთში ჩატარება იყო, ფიფა ჩმორების დოღია
შოთა
08 ივლისი 2018 06:08
17
საქართველოში ფეხბურთზე შარიათის კანონია დაწესებული და რუსეთმაც აღარ ი თამაშოს ეგ გინდათ ..ყველანაირად რაღაცას მიაღწია ისლანდიის მაგალითიც აიღე
ბაიყუშები
08 ივლისი 2018 02:11
7
რუსეთი რომ გასულიყო მართლა დავიჯერებდი რომ პუტინს ჩემპიონობა ნაყიდი ქონდა მაგრამ მართლა საოცარია ყველა ურუგვაის გარდა რა ფეხბურთს ეთამაშებოდნენ ამ სუსტ ნაკრებს რომლის თამაშსაც ფეხბურთი ნაღდად არ ერქვა.გუნდმა რომელმაც გადაახია ბურთი არგენტინას რა ითამაშა ამათთან ან მოდრიჩი რას თამაშობდა მარა როგორც თვითონ რუსებს აქვთ გამოთქმა ვსიო ხოროშო ჩტო ხოროშო კანჩაეტსია
dato
08 ივლისი 2018 02:05
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული