მუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა.

მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები
დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი.

პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა, ხორვატია უტევდა, რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობდა. 56-ე წუთზე პერიშიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, არადა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო. ვერ შეძლო ზლატკო დალიჩის გუნდმა გოლის გატანა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

altგაღიზიანებულმა ჩერჩესოვმა ნამატჩევს ჟურნალისტს შეუტია

ვულოცავთ გამარჯვებას ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრებს და ვუსამძიმრებთ რუსეთის ნაკრების ქომაგებს, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად საქართველოში მრავლად ყოფილან...


შაბათი. 7 ივნისი. სოჭი. "ფიშტი". 44 287 მაყურებელი
რუსეთი - ხორვატია 1:1 (დ.დ. 2:2, პენ. 3:4 )
გოლები: 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდესი (115)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი (ძაგოევი 103), ჩერიშევი (სმოლოვი 67), სამედოვი (ერიოხინი 54), ძიუბა (გაზინსკი 79)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო (ჩორლუკა 96), სტრინიჩი (პივარიჩი 74), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (ბროზოვიჩი 63), კრამარიჩი (კოვაჩიჩი 89), მანძუკიჩი, რებიჩი
მკითხველის კომენტარები / 51 /
ყველა რუსეთის ნაკრების გულშემატკივარს, ყველა რუსეთის ტროლს გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას, არ მოგკლებოდეთ მომავალშიც წაგებები უფრო ადრეულ ეტაპებზეც )))))
megre
08 ივლისი 2018 01:02
20
შენ გაიხარე. ძაან ბევრი რუსეთუმე დაგვრჩა ჯერ კიდევ ქვეყანაში...საუბედუროდ. იმედია მალევე გადაშენდებიან
თემო
08 ივლისი 2018 01:13
18
ვინც რუსეთს გულშემატკივრობდა,თავმოყვარეობა არა გაქვთ?ან ღირსება?
დარეჯანი
08 ივლისი 2018 01:45
21
არავინ არ თქვას კომენტატორებზე ეს რა სალაპრაკოა რომ რუსეთი ოკუპანტია , დიახაც რუსეთი ოკუპანტია და ნახევარი საქართველო ოკუპირებული აქვს, ვინც რუსეთს გულშემატკივრობდა რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო მართლა გულით მეცოდება, რუსეთს როგორ უნდა უგულშემატკივრო ქვეყანა რომელიც ყველა ჩვენთაგანს სახლში შემოგვივარდა და აგვაწიოკა, მე თვითონ ვარ ცხინვალის ომის მონაწილე და სულით ხორცამდე მძულს ეს რუსეთი და მათი დამქაშები. ვინც საქართველოს უღალატებს და გაყიდის უფალი დასჯის, ჯიქიას მაგალითი აიღეთ ბიჭს ოცნება ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის მაგრამ მას დაავაიწყდა რომ სამშობლო გაყიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერასდროს ვერ ითამაშებს. მიყვარხარ საქართველო და შენ სიყვარულში მოვკვდები
ზიზუ
08 ივლისი 2018 09:44
20
რუსეთს ოცნებებში ჩაეკუ..... :))) ვინ დაასრულებბს?
ხორვატებო კარგი იყო, მაგრამ ისე უკეთაც შეიძლებოდა.
irakli81
08 ივლისი 2018 01:05
17
მადლობა ხორვატებს,რომ მანახეს რუსების გამწარებული სახეები.ასე ჩაეფუშებათ სსრკ დაბრუნებაზე ოცნება ამ ოკუპანტებს. კგბ აგენტურამ აქაც შემოაღწია და როგორ არ გაუხარდათ ერთმორწმუნე ქვეყნის გამოვარდნა. ვაი და ვუი მას,ვისაც ვერ გაურჩევია კარგი და ცუდი. გაუნათლებელი რომ არის ქვეყანაში მრავალნი,ამას ვგულისხმობ ხოლმე. GOAL.GEზე სტატიაც კი მიუძღვნეს ლევან ღუდუშაურის და გია თვალაბეიშვილის გამონათქვამებს და ჰოი საოცრება უარყოფითად აფასებენ მათ ასეთ საქციელს. ჯერ რატო გვასმენიებენ ოკუპანტების ჰიმნს მთელი ერთი თვე და მერე კომენტატორებს ხომ ცუდი პონტი აქვთ,რადგან მათ ოკუპანტების თამაშის წაყვანა უწევთ. აქ ობიექტურობა არ გამო,გენაცვალეთ გია და ლევან,თქვენ თუ შეახსენებთ ქართველებს,რომ რუსები ოკუპანტები არიან და ეს ქვეყანა მხილებულია ქართველების გენოციდში. რას დაობთ,რას შუხურობთ ან რისთვის კგბეშნიკო ქართველებო?!
სხვათა თუთაშხია
08 ივლისი 2018 05:52
19
ძალიან გეშლებათ თუ გგონიათ რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ მოქმედებს სპორტში... რამდენი ხნის წინ ქონდათ ცუდი ურთიერთობა ინგილსსა და საფრანგეთს მაგრამ თუ ფინალში გავიდნენ წარმომიდგენია რა მოხდება(არა მარტო ეს ორი ქვეყანა მაგალითები არ გამომელევა)... ასე რომ ძალიან ცდებით ვინც კომენტატორებს უსწორებთ სიტყვებს და ეუბნებით თუ როგორ არ უნდა შეგვახსენონ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა! საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია და სწორედ საზოგადოების აზრს უნდა აჟღერებდეს ეს არხი!
არა
08 ივლისი 2018 01:43
12
სულ რომ ამნეზია დაემართოს ვინმეს და დაავიწყდეს როგორ "ვუყვარვართ", მაინც რატომ უნდა უგულშემატკივრო რუსეთს, ვერ ვხვდები - ფეხბურთი ბანძი (ჰოკეი მაინც ყოფილიყო), ქცევა მაგათი მწვრთნელის და ზოგიერთი მათი "ქომაგის" ტრიბუნებზე - სუპერ ბანძი, ჩამორჩენილი ქვეყნის შესაფერისი.. ჰოდა, ნორმალურს რა უნდა მოგეწონოს მანდ, არ ვიცი..
genesis
08 ივლისი 2018 10:58
9
ყველაფერში შემიძლია დაგეთანხმო, ერთი რამის გარდა: მაგარი ,,ბალელშიცები" ყავთ! უუუუხ რა მაგარი ;-)
))))))))))
bs
08 ივლისი 2018 12:15
1
შენ უბრალოების ფასი არ იცი...მარტოავტორიტეტებს აღიარებთ მონებივით მაგიტომ აზროვნებ ეგრე
გოჩა
08 ივლისი 2018 11:55
8
ძია ვოვას სახე მინდოდა დამენახა რაკიტიჩის პენლის მერე ყველზე მეტად. მაგ ხუი*ლოსი. ეგ ქამშოტა ეგა.
პუწინსშაუდეს
08 ივლისი 2018 01:47
16
ჩვენ ჩვენი ვიფიქროთ თორემ რუსებმა მსოფლიო მიიღეს და მეოთხედფინალი ითამაშეს და მაგი ეყოფათ სალაპარკოდ ერთი საუკუნე ჩვენ რა გვეშველება ევროტურნირები რო ახლოვდება? ისე ხორვატიას ინგლისთან შანსი არ აქ.
ako
08 ივლისი 2018 12:09
2
ძალადობას თუ შეიცავს არ დავდებთ კომენტარსო და მაშინ . ყველა რუსი ფეხბურთელის ცოლებს შევუვარდი წელში მე . გილოცავთ საყვარლებო თქვენი გუნდის გამობუნძულებას ჩემპიონატიდან. ჩერჩესოვის სურათები ჩამოკიდეთ თქვენ საძინებლებში ჩემო ლამაზებოოოოო...
zuu
08 ივლისი 2018 01:27
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული