დომაგოი ვიდა "დიდება უკრაინის" სკანდირებისთვის დისკვალიფიკაციას გადაურჩა და ნახევარფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის დამარცხების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების მცველმა, დომაგოი ვიდამ და ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ოგნენ ვუკოევიჩმა, რომლებიც კიევის "დინამოში" თამაშობდნენ, ვიდეო გაავრცელეს და სკანდირებდნენ:"დიდება უკრაინას! ეს გამარჯვება "დინამოსა" და უკრაინისთვისაა!".

ფიფა კრძალავს პოლიტიკურ მოწოდებებს, ამისათვის ვიდა შეიძლებოდა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაესაჯათ და 4 200 ევროთი დაეჯარიმებინათ.

ვიდა მიხვდა, რომ შეიძლებოდა დაესაჯათ და თქვა, რომ იხუმრა და ამაში არანაირი პოლიტიკა არაა.

ვიდამ რუსებს გოლი თამაშისას და მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიისასაც გაუტანა.

ფიფამ განიხილა ვიდას საკითხი, გაფრთხილება აკმარა და ის ნახევარფინალში ითამაშებს.

altვიდა და ვუკოევიჩი

რუსეთის დამარცხების შემდეგ : დიდება უკრაინას! [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცმა რუსეთში, თანაც იმ სიტუაციაში როდესაც კიდევ სათამშოა აქვთ 2 თამაში, უკრაინელ ძმებს და მეგობერებს მხარი დაუჭირა და ვაჟკაცურად მოიქცა, ჩვენ კიდევ ზაზა ჯანაშიას ნაირებს ვაძლევთ ლაპარაკის უფლებას...კაცი რომელიც სულ რუსეთის დიდებაშია...ჯანაშიას ნამუსი არა ქვს და ილაპარაკოს რაც უნდა, მაგრამ ამ გაუნათებელი ადამინსი თითქმის ყველა "ბრძნული აზრი" რომ ეგრევე მედიაში შუქდება აი ეს მაწუხებს ყველაზე უფრო,
ბათუმში რუსმა გულშმატკივრებამ რუსეთის დროშა აწიეს და იზ ჩხუბი მოხდა. პრობემა იმაშია, რომ საქრთველოს მთავრობა ბედნიერია რუსი ტურისტების ამხელა რიცხვით, მაგრამ ამ ტურისეტბის 80% არც იცის რომ რუსეთს საქართველსოთვის სავიზო რეჟმი აქვს, არც იცის (განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ) რომ მათი ქვეყანა ჩვენთვის ოკუპანტია და რა გასაკვირია რომ დროშებს აფრიალებენ. ნუთუ აარავის არ მოუვა თავში მთავრობაში რომ ნებისიერი ტურისტ აროპორტში ბროშურა მისცენ სადაც ეწერება და ეხატება რა მაგარი და ლაამიზ ქვეყანაა საქართველოს და რა სტუმართმოყვატრე, იმათ მიმართაც კი ვინვ ჩვენ სისხლს ღვრის წლები და საუკუნეებია. უბრალოდ მშრალი ინფოპრმაციი სახით მაინც ერეროს რამე და მხოლოდ მაშინ შიძლება ასიდან ერთმა ან ორმა რუსმა ტურისტმა რუსეთს დაბრუნების შემდეგ თქვას (თუნდაც მეგობრების წრეში) რომ საქართველო რა კარგი ხალხია და ეს ჩვენი მთავრობა და მედია რას გვაბოლებს და რეებს გვეუბნებაო.... ამის გარეშე კი ასიდან ასი ტურისტი დაბრუნებისას მხოლოდ ერთს იზახის, კარგავ ვსვით და ვჭამეთ იაფადო და კარგი დრო გავატარეთო და მორცა ...მეტი არაფერი... ეს თუ გინდათ მხოლოდ მაშინ ისე აჩუქეთ ეს ქვეყანა ოუპანტებს ....
ქართველი ადამიანი
10:56 09-07-2018
2
ჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა ვიდრე გადაეთქვა.
!!!!!!!!!!!!!!
11:10 09-07-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული