დალიჩი ინგლისს მოდრიჩით და რაკიტიჩით და კეინის ნეიტრალიზებით ემუქრება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისთან მომავალ ნახევარფინალურ მატჩზე ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ისაუბრა.

"ბევრმა გრანდმა უკვე დატოვა ტურნირი, ჩვენ კი მთელი რუსეთი შემოვიარეთ და ახლა მოსკოვში ვართ. ნახევარფინალში რომ გავედით, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვერ ვხედავ.

ისლანდია, დანია და რუსეთი მეორე ნომრად, ხისტად გვეთამაშნენ. ნახევარფინალისტები ასე არ თამაშობენ. ჩვენ ვიცით, რა დავუპირისპიროთ ინგლისს.

რაკიტიჩი კარიერის პიკზეა. ის ახლა მოდრიჩთან ერთად ნაკრებში ბრწყინავს. ეს მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველების დუეტია. ესპანეთის პირველობაზე ისინი მეტოქეები არიან, ეროვნულ გუნდში კი საერთო ინტერესები აქვთ.

კეინი ნამდვილი ბომბარდირია,
მაგრამ ჩვენ გყავს ბიჭები, რომელთაც ნებისმიერი ფეხბურთელის შეჩერება შეუძლიათ. ერთხელ აქ მესის ნეიტრალიზება მოვახერხეთ. ჩორლუკა და ვიდა ძალიან გამოცდილები არიან და კეინს გასაქანს არ მისცემენ".

altკადრები ხორვატიის გასახდელიდან, როდესაც გამარჯვების მისალოცად ქვეყნის პრეზიდენტი მივიდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული