ედენ აზარი: მე და ჩემი ძმები ბელგიაზე უფრო საფრანგეთს ვქომაგობდით

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთთან მატჩის წინ ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, ედენ აზარმა აღიარა, რომ ბავშვობაში გალთა ნაკრებს გულშემატკივრობდა.

"მე და ჩემი ძმები ბელგიაზე უფრო საფრანგეთს ვქომაგობდით, 1998 წლის საფრანგეთის ნაკრების ფანები ვიყავით.

მაშინ ბელგიის ნაკრების მაისურის შოვნა ძნელი იყო და ყველას "სამფეროვანთა" მაისურები გვეცვა - ზიდანის 10-ნომრიანი. არ მინდა მაშინდელ ბელგიის ეროვნულ გუნდს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ საფრანგეთი უკეთესი იყო".

გეცოდინებათ, ბელგიის მოსახლეობის უმეტესობას ფლამანდიელები და ვალონები შეადგენენ, ვალონები კი ფრანგულად მეტყველებენ და აზარები ვალონები არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული