ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ინგლისთან თამაშის წინ ნაკრებიდან ერთ-ერთი მწვრთნელი მოკვეთა

AutoSharing Option
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი გუნდიდან მოკვეთა.

საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის დამარცხების შემდეგ მან და ნაკრების მცველმა დომაგოი ვიდამ ვიდეო გაავრცელეს, სადაც შემდეგი სახის ფრაზები თქვეს:

"დიდება უკრაინას, მიდი, მიდი!" - თქვა ვიდამ.

"ეს გამარჯვება "დინამოსა" და უკრაინისთვისაა. წინ, ხორვატია!", - დაამატა ვუკოევიჩმა.

ვიდამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ამ ყველაფერში არანაირი პოლიტიკური სარჩული არ არის და მან მხოლოდ გაიხუმრა, რის გამოც არ დაისაჯა.

ვუკოევიჩს კი უფრო მძიმე სასჯელი ხვდა წილად. ის აგრეთვე
ბალკანეთის ქვეყნებში კიევის "დინამოს" სკაუტიცაა.

ხორვატიის ნაკრები მუნდიალის 1/2-ფინალში ხვალ ინგლისს დაუპირისპირდება.

altვიდა და ვუკოევიჩი რუსეთის დამარცხების შემდეგ : დიდება უკრაინას! [VIDEO]

altდომაგოი ვიდა "დიდება უკრაინის" სკანდირებისთვის დისკვალიფიკაციას გადაურჩა და ნახევარფინალში ითამაშებს

altზლატკო დალიჩი: მესი და ერიკსენი შევაჩერეთ, ახლა კეინი დაგვრჩა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული