ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ინგლისთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
დალიჩი დარწმუნებულია, რომ დეან ლოვრენი და დომაგოი ვიდა ჰარი კეინის შეჩერებას შეძლებენ.
"რა თქმა უნდა, რთული იქნება. ჰარი კეინი უმაღლესი დონის ბომბარდირი და ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელია რაჰიმ სტერლინგთან ერთად.
მაგრამ დეიან ლოვრენი მას კარგად იცნობს და დომაგოი ვიდასთან ერთად კარგად თამაშობს. ამიტომ კეინის განეიტრალებაზე სანერვიულო არაფერი მაქვს.
ლიონელ მესი და კრისტიან ერიკსენი შევაჩერეთ, ახლა კეინი უნდა შევაჩეროთ", - ციტირებს დალიჩს AS.
ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებებს
შორის მატჩი 11 ივლისს, ჩვენი დროით 22:00 საათზე გაიმართება.