დონალდ ტრამპი მეუღლე მელანიასთან ერთად ბელგიაში ადგილობრივი დროით 20:50 საათზე ჩაფრინდა, როდესაც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ბელგიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ხვდებოდა.
ბელგიის მეფე ფილიპე და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდნენ და საფეხბურთო მატჩს თვალყურს სტადიონიდან ადევნებდნენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი კი, ფეხბურთს ნაკრების ერთ-ერთი წევრის, ედენ აზარის მშობლიური ქალაქის, ბრენ-ლე-კონტის ფან-ზონაში, გულშემატკივრებთან ერთად
უყურებდა.
აშშ-ის პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელი ფრანსუაზა გიუსტენი დახვდა.
Le Soir-ის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერების დახვედრაც ანალოგიურ დონეზე გაიმართება.