ტრამპს ფეხბურთის გამო აეროპორტში ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა

AutoSharing Option
აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს, რო­მე­ლიც გუ­შინ სა­ღა­მოს ბრი­უ­სელ­ში ჩა­ვი­და, აეროპორტში ბელ­გი­ის ხელისუფ­ლე­ბის არც ერთი უმაღ­ლე­სი პირი არ დახ­ვდა. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Le Soir-ი წერს.

დო­ნალდ ტრამ­პი მე­უღ­ლე მე­ლა­ნი­ას­თან ერ­თად ბელ­გი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 20:50 სა­ათ­ზე ჩაფ­რინ­და, რო­დე­საც რუ­სეთ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ მატჩში ბელ­გი­ის ნაკ­რე­ბი საფ­რან­გე­თის ნაკ­რებს ხვდე­ბო­და.

ბელ­გი­ის მეფე ფი­ლი­პე და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დი­დიე რე­ინ­დერ­სი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სა­ფეხ­ბურ­თო მატჩს თვალ­ყურს სტა­დი­ო­ნი­დან ადევ­ნებ­დნენ.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შარლ მი­შე­ლი კი, ფეხ­ბურთს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი წევ­რის, ედენ აზა­რის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის, ბრენ-ლე-კონ­ტის ფან­-ზო­ნა­ში, გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ერთად
უყუ­რებ­და.

აშშ-ის პრე­ზი­დენტს აე­რო­პორ­ტში სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრო­ტო­კო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ფრან­სუ­ა­ზა გი­უს­ტე­ნი დახ­ვდა.

Le Soir-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნატო-ს წევ­რი სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბის დახ­ვედ­რაც ანა­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოგვჭრენ თავი ბელგიელებმა ამერიკაში...სირცხვილი თქვენ..თუ ფინალში ვერ გადიოდით,,,,
ბათუ
20:43 11-07-2018
0
იქ თუ არავინაა ვისთან ჩადიოდა ეს კაცი ჩემთან ჩამოსულიყო აეროპორტშიც დავხვდებოდი და კაი პატივსაც ვცემდი,ერთი უნდა დავპატიჟო
ბესო
15:47 14-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული