მუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ დამატებით დროში ინგლისს 2:1 სძლია და ფინალში საფრანგეთს შეხვდება.

უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის

კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გატანილმა გოლმა სლავების თამაში გარდასახა, ისინი ინიციატივას დაეუფლნენ და პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ექტრა ტაიმი დაინიშნა. ეს ხორვატებისთვის ზედიზედ მესამე ექსტრა ტაიმი გახლდათ.

დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.



altგარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

 


ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი

altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

 

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 65 /
იყო შანსი, რომ ხორვატიის მაგივრად მსოფლიოზე თურქეთი გასულიყო და ხორვატიაზე ნაკლები გუნდი ნამდვილად არ ყავთ, ნეტა ისინი რას გააკეთებდნენ, ალბათ ფინალში იქნებოდნენ?
ემზარა
12 ივლისი 2018 01:48
8
არმეგონა ფინალში თუ ხორვატია გავიდოდა, ეს რომ მცოდნოდა, კოსტა რიკას ან მექსიკას ვუქომაგებდი
1987
12 ივლისი 2018 01:45
10
დიდი ხანია ველოდები ასეთ ფინალს, სადაც "გრადი" რ იქნებოდა. მომბეზრებელია ერთი და იგივე. თუ იმსახურებ უნდა გახვიდე ფინალში და მოიგო. დიდი სიამოვმებით ვუყურებდი ბელგია ხორვატიის ფინალს. ერთი სიტყვით თუ ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ყავს და თან კაი ფეხბურთს (ანტიბეხბურთს არა როგორც შვედეთი) თამაშობს , ფინალშიც გავიდე და მოიგოს კიდეც . სულს იტალია გერმანია, ბრაზილია არა
Lasha19
12 ივლისი 2018 01:42
2
ხორვატიაზე ბევრად უკეთესმა და ძლიერმა გუნდებმა დატოვეს ჩემპიონატი.
007
12 ივლისი 2018 01:41
10
მემგონი ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მალე მსოლფიოზე ფინალებში შვეიცარიას, ისლანდიას, ბელგიას, უნგრეთს, პოლონეთს, უკრაინას, რუსეთს, ათამაშებენ და სანახავი ნამდვილად არ იქნება ეს მართაილა. სანახავიც ხომ უნდა იყოს რაღაც? ინგლისი–საფრნაგეთი კლასიკა იქნებოდა. მალე იქნება სუპერ ფინალი მსოფლიოზე შვეიცარია-უნგრეთი და ჩავუსხდებით DDDDDDDDD
გოჩა
12 ივლისი 2018 01:26
20
ინგლისზე ძლიერია ხორვატია ფეხბურთელების შემადგენლობითაც (რეალის, ბარსას, ინტერის, სიტის წამყვანი ფეხბურთელები); რაც შეეხება ტექნიკას და ფანტაზიას, ეს მცნებები ზოგადად შორს დგას ინგლისის ნაკრებისგან;
მორტე
12 ივლისი 2018 12:47
0
ვინ გითხრათ რომ ინგლისზე ძლეირია ხორვატია? უბრალდო მოეშვნენ, პირველ ტამში მინიმუმ 3 გოლი უნდა გაეტანათ. მეორეზე არ წავიდნენ და ეს შეცდომა იყო. ხორვატიას მსოფლიომდე ისლანდიამ სძლია და ამ ლოგიკით ისლანდიაზე წინ რატოა ხორვატია? ხოლო ისლანდიამაც დაამარცხა ინგლისი. მაგრამ ვერასოდეს შეადარებ მათ. ისევე როგორც ესპანეთს მოვუგეთ და ვერასოდეს შევედრებით მათ.
111
12 ივლისი 2018 02:28
3
ყველა გამოხმაურება
სწორედ ამიტომ უნდა ფიფამ ჯჯგუფში მხოლოდ პირველ ადგილოსანი დაუშვას მსოფლიოზე და არა მეორე და მესამე გუნდი. საზიზღრობა ხდება ნელა–ნელა მსოფლიოს ყურება. დაუშვებელია 15 ევროპული ნაკრები და 4 ამერიკული. თან ერთმანეთში რომ ათამაშებენ. ასეთ უაზრობებს მიიღებენ ყოველთვის. ბრაზილია, ესპანეთი, ჰოლანდია, იტალია, არგენტინა,გერმანია და ხორვატიაა ფინალში. რაღაც უნდა იმოქმედონ.
12
12 ივლისი 2018 01:19
18
და ხორვატია უფრო ძლიერი როა ინგლისზე და არგენტინაზე რატო არ უნდა გავიდეს ფინალში ხორვატია? და რატო უნდა გავიდეს უფრო სუსტი არგენტინა და ინგლისი ფინალში?
Giorgi
12 ივლისი 2018 01:36
2
ვინც შეტევას მეტი სიმწვავე შემატა, იმან მოიგო. ინგლისის შეტევები ერთფეროვანი იყო, ხორვატიას კი მეტის გატანა შეეძლო და სრულიად დამსახურებულად გავიდა ფინალში. მერვედფინალი, მეოთხედფინალი და ნახევარფინალი დამატებით დროში მოიგო, რაც ნამდვილად ფიზიკური მომზადების სიძლიერეზე მეტყველებს. ასე მგონია, ადვილად არც ფინალში დათმობენ რამეს
: )))))))
12 ივლისი 2018 01:16
1
აბა ვინც დამცინოდით ხორვატიაზე,გამოდით სათითაოდ:)))
gogi
12 ივლისი 2018 01:11
4
კაიფობა და ფეხბურთი განსხვავდება ერთმანეთისაგან, შეგიძლია იკაიფო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატზე, ჩემპიონთ ლიგაზე, მაგრამ როცა საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატს სხვა თვალით უნდა უყურებდე.
111
12 ივლისი 2018 01:22
5
ხორვატის ჩემპიონია.
ჯ ი ჯ ი
12 ივლისი 2018 01:05
3
2014 წლის ფინალი გერმანია-არგენტინა
2010 წლის ფინალი ესპანეთი-ჰოლანდია
2006 წლის ფინალი საფრანგეთი-იტალია
2002 წლის ფინალი ბრაზილია-გერმანია
1998 წლის ფინალი საფრანგეთი-ბრაზილია
2018 წლის ფინალი ...... - ხორვატია :D
111
12 ივლისი 2018 01:02
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული