გარეთ საუტგეითი: ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუტგეითმა გააკეთა.

"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, ბურთს ვაკონტროლებდით. როდესაც მომენტებს ქმნი, მეორე გოლი უნდა გაიტანო. შესვენების შემდეგ დიდი ზეწოლის გადატანა მოგვიხდა. დამატებითი დრო თანაბარი გამოვიდა, მაგრამ ხორვატებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და სახიფათონი იყვნენ. ბოლოს მათ შანსი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერ ვუპასუხეთ. საოცარი გზა განვლეს ფინალამდე, წარმატება მინდა ვუსურვო.

დამწუხრებულნი ვართ. მართალი გითხრათ, ამას არ ველოდი. ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ. ძნელი იქნება მათი მოტივირება".

altმუნდიალი 2018: ხორვატიამ

ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესმის ფეხბურთელების, მაგრამ მესამე ადგილამდე ინგლისის ნაკრები ბოლოს 90 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მივიდა - ნახევარფინალში გერმანიასთან წააგო პენალტებში. ამიტომ მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს
: )))))))
11:01 12-07-2018
1
ამან უეჭველი სხვა თამაშს უყურა,სად ქმნიდნენ მომენტებს და ვერგამოვიყენეთო(პირველ ტაიმშიო)?! ათამაშეთ ფეხბურთი გუნდს და მოიგებენ! რომ შეძლებოდა დამატებითში,ყველა ჩამშლელს გამოიყვანდა ეს ქინძი.
jemali
11:01 12-07-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული