ეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა თავისი ქვეყნის საფეხბურთო ინფრასტრუქტურაზე დაიჩივლა:

"არასოდეს ასეთი პატარა ქვეყანა არ გასულა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. სექტემბერში ერთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და შესაბამისი, ნორმალური სტადიონი არ გვაქვს".

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ


altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა


მკითხველის კომენტარები / 31 /
სტატიის ავტორი ცრუობს! არსად ინტერვიუში დალიჩს საქართველო არ უხსენებია!!! აბა მიმაბლოკეთ რედაქციავ სიმართლისთვის!
ზაალ
16 ივლისი 2018 08:00
0
ხომ არ ავიწყდება რომ ურუგვაი ორჯერ გახდა ჩემპიონი და ხორვატიაზე მეტი მოსახლეობა არ ჰყავს.

ჰოლანდიას რაც შეეხება, ტერიტორიით კი პატარაა მაგრამ მოსახლეობით მინიმუმ 15 მილიონია (მეზარება ზუსტი რიცხვის ინტერნეტში ნახვა), ანუ ხორვატიაზე 3-4-ჯერ დიდი
ურუგვაი
12 ივლისი 2018 21:42
1
ურუგვაი როცა გახდა, ცოტა სხვა პირობები იყო. სამოყვარულო პეხბურთის ეპოქა იყო. 30 ზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომელიც ფაქტიურად ამერიკის ჩემპიონატი იყო, თუმცა ორჯერ მოგება მაინც ორჯერ მოგებაა
zuka
13 ივლისი 2018 02:00
0
ჰოლანდია უფრო პატარაა
კობ
12 ივლისი 2018 18:23
5
მაგათ ყავთ ბალკანეთის ყველა ქვეყნიდან ფეხბურთელები.
fadsfff
12 ივლისი 2018 16:52
7
ეს არის მენტალობის და განწყობის ბრალი საქართველოში უბრალოდ არ უყვართ ფეხბურთი ისე როგორც ხორვატიაში...სხვა სპორტმა ჩაანაცვლა ფეხბურთი..მაშინ როცა თბილის დინამოს დღესაც დიდი აღიარება აქვს
babu
12 ივლისი 2018 14:33
4
მაგას დღეს ნახავ რა არიარება აქვს, სახელი მარტო შემორჩა დიდი დინამოსი
toto
12 ივლისი 2018 17:09
1
ხალხო რეებს ამბობთ,ფეხბურთში გარკვეული არა ხართ,არ გესმით ეს დარგი? დაანებეთ რა სისულეების ლაპარაკს თავი და რეალურად იმსჯელეთ,წაიკითხეთ, ინფორმაცია მოიპოვეთ ხორვატიის ფეხბურთელებზე,სად თამაშობენ ისინი,რომელ გუნდებში ირიცხებიან,შემთხვევით მადრიდის რეალში,ბარსელონაში,იუვენტუსში და სხვა სუპერ კლუბებში ხომ არ ირჯებიან? ანალიზი გააკეთეთ და ისე იაზროვნეთ,ხორვატია ყველაზე მეტად დაბალანსებული და ყველაზე მეტად ვარსკვლავების გუნდია,მას საფრანგეთის ისეთივე მდგომარეობაში ჩაგდება შეუძლია,როგორშიც ინგლისელები ჩააგდო.
roma
12 ივლისი 2018 13:36
4
რა მაგ კლუბებმა ხომ არ გამოზარდეს ეგ ხალხი? ხორვატიამ გაზარდა ეგ ფეხბურთელები და მაგრები რომ არიან იმიტომ თამაშობენ ტოპ კლუბებში. რა ჩვენთან რომ ფეხბურთის მაფია არ იყოს და კარგი ფეხბურთელები გვყვავდნენ იმათ არ იყიდიდნენ ასეთი კლუბები?
roma-ს
12 ივლისი 2018 19:08
1
მერე იუვეში,ლივერპულში და ბარსაში რო თამაშობენ,რატომ თამაშობენ არ გაინტერესებს? ქართველი ფეხბურთელები კლუბებს და რესტორნებში ხდებიან ჩემპიონები. ეგეთ ფეხბურთელებს,სადაც თამაშობენ იქაც არ ვათამაშებდი. ჩვენ ნაკრებში 1 კაცი ვიცი,რომელიც თავს არ ზოგავს მარტო და ეს ჯაბა კანკავაა. ჭანტურია არ იყო ბარსაში? მერე რა გაკეთა სმა ჭამის მეტი? ამაშია საქმე და არა იმაში რპ ხორვატები ჩვენზე ნიჭიიერები არიან. ყურადღებას აქცევენ სპორტს და მათ შორის ფეხბურთსაც. 1 კარგი სტადიონი გვაქვს და ერთიც სამწვრთნელი ბაზა,ამით გინდა რამეს მიაღწიო. ფულაობა მიდის ნებისმიერე სფეროში და არც ფეხბურთია გამონაკლისი. პირადად ვიცნობ უჩა ლობჟანიძის ოჯახს და ადგილობრივ გუნდში,სადაც დაიწყო ვარჯიში, ბურთის მომტანადაც არ ვარგოდა ისეთი ბიჭები იყვნენ. მამამისმა დიდი ფული გამაზა,წაიყვანა წამოიყვანა გუნდში მოაწყო და დანარჩენი ბიჭები კი ფეხბურთის გარეშე დარჩნენ,რატომ? იმიტომ,რომ მათ არ ქონდათ ფული და ნაცნობობა. ბრაზილიაში უმეტესობა ტილებს ჩაქუჩით დასდევს,მაგრამ მათ აქვთ ნიჭი,რომელსაც აფასებენ. ქართველი ფეხბურთელები უცნაურ ლიგებში გადადიან,რადგან იქ უფრო მეტ ხელფასს სთავაზობენ. ახლახან არ იყო, კაშია მაჩანჩალა მლსის სან ხოსეში გადავიდა, იქვეა ყაზაიშვილიც. მერე გინდათ ვარსკვლავების მოწყვეტა და ა.შ. ასეა თუ ისე კალათბურთში წარმატება გქონდა და იცით რატომ? იმიტომ,რომ ხელფასს არ დახარბდა ფაჩულია და კიდევ ბევრი. გოდენის ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე გახლდათ და მე მგონი დამლაგებელს უფრო მეტი ხელფასი აქვს მანდ. არჩია გამხდარიყო პირველი ქართველი,რომელიც ნბას მოიგებდა და გაუმართლა კიდეც, ესეც გაინტერესებს რატო? იმიტომ ზაზა პატრიოტი ადამიანია და ფულზე უფრო მთავარი მისთვის სახელი და ღირსებაა. ფეხბურთელი ნაკრებში პრეტენზიებს გამოთქვამს(გოგუა) და ზოგიც(ამისულაშვილი) არ ჩამოდიოდა გამოძახებაზე,მერე ქეცბაიას დაბრალდა თურმე მისი ბრალი ყოფილა ჩვენი ყოფა და რატომ? პორკე? ხორვატია მაგარი ღირსების და ადამიანობის განსახიერება ნაკრებია,რომელთათვის ნაკრები ყველაფერზე მეტია. სტადიონზე 11 კაცი გავიდა და საქმნელი ჰქნეს და ფულიანი მამიკოს ბიჭებს ნუ შევადარებთ.
სხვათა თუთაშხია
12 ივლისი 2018 18:11
0
ყველა გამოხმაურება
ეხლა ვიძახოთ: ურუგვაი უფრო პატარა ქვეყანაა თუ ხორვატია! ჩვენ ის ვიკითხოთ ჩვენ წყალწაღებულ ნაკრებს რა ეშველება, თორემ ხორვატია რაა და ურუგვაი მაგათ ჩვენი გარჩევა არ ჭირდებათ, თავის თავს მიხედავენ!!! ჩვენ რა გვეშველება, აი ეს არის საკამათო და ტრაგედია!!!!!!!
tbiliseli
12 ივლისი 2018 13:10
1
ჩვენ ვაისი გვიშველის ვაი მაგის თავს ჯერ შესარჩევში თამაში არ მოუგია
kako
12 ივლისი 2018 17:07
1
ამ ურუგვაის რომ გაიძახით უფრო პატარააო, ურუგვაი რომ ჩემპიონი გახდა შორეულ 1930-ში და 1950-ში, როცა სულ 10-15 გუნდი გამოდიოდა ჩემპიონატზე, მაშინ გუნდებს საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა სურდათ თუ არა ისიც არ იცოდნენ და ზოგიერთმა უარიც კი თქვა მონაწილეობაზე. თანაც არამგონია იმ დროისთვის ბოლო 25 წლის განმავლობაში ისეთი კრიზისი, ომი და უბედურება გამოევლო ურუგვაის როგორიც ხორვატიამ გამოიარა.
V
12 ივლისი 2018 11:38
6
გარდა გერმანიისა სოსო :))))
V
12 ივლისი 2018 17:47
0
ფინალში არგენტინის და ბრაზილიაში ბრაზილიის დამარცხება არასოდეს,არავისათვის ყოფილა ადვილი.
სოსო
12 ივლისი 2018 12:25
3
ყველა ვხედავთ და იმედია ვთანხმდებით ერთ რამეზე:მარტო ფული არაფერს ნიშნავს,შენი საქმის სიყვარული და თავდადება თუარ გაგაჩნია
euhh
12 ივლისი 2018 11:13
1
ჩვენთან არც ფულია,არც საქმის ცოდნა (თუმცა ამბიციები იცოცხლე, ყველას პროფესორად მოაქვს თავი საფეხბურთო სამყაროში,ერთ შენიშვნას ვერ აკადრებ ვერავის ისეთი გაბღენძილები დადიან) არც სიყვარული არც სინდისი არც ნამუსი და იმიტომაცაა ჩვენი ფეხბურთის საქმე კარგად. 2 კვირით ადრე აკეთებენ გუნდებს ევროპის თასებზე და პრეტენზია აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლის და რა ფეხბურთის განვითარებაზე უნდა ილაარაკო აქ? იმიტომაცაა აზერბაიჯანული და ყაზახური გუნდები მერამდენე წელია ბურთს გვახევენ თავზე. თავმოყვარეობაც არ შერჩათ ჩვენს ფეხბურთის "მამებს"..მთავრია ხო მოდი ფული უეფადან და იმის განაწილება კარგად იციან მაგას ვერ დაუკარგავ..
გია
12 ივლისი 2018 18:47
0
რაც თქვენ არ გაქვთ
41
12 ივლისი 2018 17:06
2
ყველა გამოხმაურება
იუგოსლავიის არც ერთ სახელმწიფოს მაცხოვრებლებს არ ეშლებათ პატრიოტიზმი მაგრამ,ურუგვაის მოსახლეობა მათზე მილიონით ნაკლებია და ისინი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები არიან ფეხბურთში.ხორვატიის ნაკრები გმირები არიან და ფინალშიც გამარჯვებას ვუსურვებ,თუმცა კლასით უფრო მაღალი,მაინც საფრანგეთი მგონია და წესით,ძალებიც მათ მეტი უნდა ჰქონდეთ შემორჩენილი.
სოსო
12 ივლისი 2018 11:11
3

სიახლეები პოპულარული