დეიან ლოვრენი: ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებისა და "ლივერპულის" 29 წლის მცველმა დეიან ლოვრენმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

"ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიყავი, ახლა კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვარ გასული.

ვფიქრობ, ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ", - აღნიშნა ლოვრენმა.

ლოვრენმა მიმდინარე მუნდიალზე ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გარდა ისლანდიასთან არაფრის მომცემი მატჩისა, სადაც ზლატკო დალიჩმა მას 21 წუთი დაუთმო.

მისი ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზეგ, 15 ივლისს, საფრანგეთს დაუპირისპირდება.

altხორვატიის ნაკრები ზეიმობს -

გუნდს გამარჯვება გასახდელში ქვეყნის პრეზიდენტმა მიულოცა

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული