ფრანგები ხორვატებს აინუნშიაც არ აგდებენ და Nike-ს ნაკრების ორვარსკვლავიანი მაისურები დაამზადებინეს

AutoSharing Option
კომპანია Nike-მ უკვე დაამზადა საფრანგეთის ნაკრების ორვარსკვლავიანი მაისურები, რათა ორშაბათს მისი რეალიზაცია დაიწყონ.

უკვე მზადაა სამფეროვანთა გუნდის 20 ათასი ეგზემპლარი.

ფრანგებს ერთი ვარსკვლავი მაისურებზე 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ აქვთ და ახლა რატომღაც მიაჩნიათ, რომ ხორვატებს ფინალში უეჭველი მოუგებენ.

ისე, ბრაზილიას ბელგიასთან თამაშის წინ სანკტ პეტერბურგის რეისი დაჯავშნული ჰქონდა, მაგრამ სახლში მოუწია გამგზავრება.

altბრაზილიის ნაკრებს სანკტ პეტერბურგის რეისზე თვითმფრინავი დაჯავშნული ჰქონდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
2006-შიც ესე გააკეთეს და
italy
14 ივლისი 2018 02:03
1
ამასობაში ხორვატებმაც შეუკვეთეს ბობოყვათის ქარხანას ერთვარსკვლავიანი მაისურები ;)
Valderrama
13 ივლისი 2018 23:34
1
ნეტავ წააგონ, მთელი გულით ხორვატიისკენ ვარ!
geno
13 ივლისი 2018 19:29
5
წაგება არ მინდა საფრანგეთის, წაგების ხილვა არაა თვითმიზანი; მე ხორვატების მოგება მსურს. და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ჩემპიონის ხილვა მინდა.
giorgi
14 ივლისი 2018 08:52
1

სიახლეები პოპულარული